Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები

LH III C Chronology and Synchronisms

დეგერ-იალკოცი ზ., ბეჰლე ა.ე.   LH III C ქრონოლოგია და სინქრონიზმები III: LH III C პერიოდის გვიანი და ადრეულ რკინის ხანაზე  გადასვლა.  შრომები საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვენაში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში 2007 წ. 23–24 თებ.  მიკენური კულტურის პუბლიკაცია  ტ. 30. –  ვენა: ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. –  421 გვ.:  ილ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა ტ. 384). ISBN 978-3-7001-6598-9

LH III C Chronology and Synchronisms III: LH III C Late and the transition to the Early Iron Age. Proceedings of the International Workshop held at the ... 2007 (Denkschriften der Phil.-Hist. Klasse) (Paperback) ~ Anna Elisabeth Bachle (Editor), Sigrid Deger-Jalkotzy (Editor)

 LH III C პერიოდის  ქრონოლოგიასა  და სინქრონიზმების თემაზე ვენის სიმპოზიუმების მიზანია განავითაროს და უფრო გასაგები გახადოს საბერძნეთის ადრეული ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფაზა. ეს სიმპოზიუმები „მიკენური კულტურის დასასრულის“ პროექტის ნაწილია. მესამე სიმპოზიუმი მიძღვნილი  იყო მიკენური ცივილიზაციის ბოლო პერიოდისა და ფოტოგეომეტრიულ პერიოდზე გადასვლისადმი.   ამ  წიგნში მოცემული შრომების უმრავლესობა შესრულებულია ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ პროექტმა მიზანს მიაღწია.  მოცემულია ძველი და ახალი კვლევების გამოუქვეყნებელი მასალები და ამასთან ერთად განხილულია გარდამავალი პერიოდი გვიანი ბრინჯაოს ხანიდან  ადრეულ რკინის ხანამდე. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო, არსებობდა თუ არა  სუბმიკენური პერიოდი და თუ არსებობდა, როგორ უნდა განგვესაზღვრა. ზოგის აზრით, მიკენური ცივილიზაციის გადასვლა ადრეულ რკინის ხანაზე გამოხატული იყო  განსხვავებული ფენომენით საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში. ასე რომ, სუბმიკენური უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე  ქრონოლოგიური ფაზა და არა  მხოლოდ  როგორც  კერამიკული სტილი. ამ პროექტმა დიდი აღიარება ჰპოვა საერთაშორისო აკადემიურ გაერთიანებაში. წამოყენებული იქნა ახალი წინადადებები  გვიანი ბრინჯაოს ხანის დასასრულის ქრონოლოგიაზე, რომელიც ალბათ დიდი მსჯელობის საგანი გახდება.

 

Neue Forschungen zur Kuretenstrasse von Ephesos

ეფესოში ციხე–სიმაგრის მიმდებარე ქუჩის ახალი კვლევები:  2006 წ. 13 დეკემბერს ჰილკე თურის 65 წლის იუბილესთვის გამართული სიმპოზიუმის ოფიციალური დოკუმენტები. არქეოლოგიური კვლევები ტ. 15. – ვენა: ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. –  315 გვ.: ტაბ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა ტ. 382).

Neue Forschungen zur Kuretenstrasse von Ephesos: Akten des Symposiums fur Hilke Thur vom 13. Dezember 2006 an der Osterreichischen Akademie der Wissenschaften ... FORSCHUNGEN) (German Edition) (Paperback) ~ Sabine Ladstatter (Editor)

ეფესოში ციხე–სიმაგრის მიმდებარე ქუჩის კვლევები ქ-ნ თურის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი ღერძია, რომელსაც მან წლები მიუძღვნა. წარმოდგენილი წიგნი არა მარტო მტკიცებაა საკითხის აქტუალობისა, არამედ ის წარმოადგენს კვლევის ფართო სპექტრს. წიგნი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა არქიტექტურა, ეპიგრაფია, ნუმიზმატიკა  და კერამიკა.

d842a05f4808

კატალოგი. საუნივერსიტეტო და საოლქო ბიბლიოთეკების ხელნაწერთა კატალოგი. ტიროლი. ინსბრუკი. ნაწ. 6. კოდი 501–600: წიგნები და ხელნაწერები შუასაუკუნეებში. კომისიის პუბლიკაციები. სერია II, ტ. 4. / ხელმძღ. ნოიჰაუზერი ვ. შემდგ.: მაიერჰოფერი დ., ნოიჰაუზერი ვ., შრეტერი კ., შტამპფერი უ. – ვენა: ავსტიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. – 389 გვ.: ილ. წიგნს ახლავს CD. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა. – ტ. 375). ISBN 978-3-7001-6499-9

ანბანური მაჩვენებელი.  საუნივერსიტეტო და საოლქო ბიბლიოთეკების ხელნაწერთა კატალოგი. ტიროლი. ინსბრუკი. ნაწ. 6. კოდი 501–600: წიგნები და ხელნაწერები შუასაუკუნეებში. კომისიის პუბლიკაციები. სერია II, ტ. 4. / შემდგ.: ნოიჰაუზერი ვ., შრეტერი კ., შტამპფერი უ. მაიერჰოფერი დ.-ს თანამშრომლობით. – ვენა: ავსტიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. – 100 გვ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა. – ტ. 375). ISBN 978-3-7001-6499-9

Katalog der Handschriften der Universitats-und Landesbibliothek Tirol in Innsbruck: Teil 6. Cod. 501-600 (Veroffentlichungen der Kommission fur Schrift- ... des Mittelalters, Reihe II) (German Edition) (Paperback) ~ Walter Neuhauser (Author)

კატალოგი წარმოადგენს ინსბრუკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ  დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნად 1067 მანუსკრიპტს, რომელთაგან 700 შუასაუკუნეებისაა. ამ სერიის კატალოგები ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში გამოიცემა პალეოგაფიული და კოდირებული შუასაუკუნეობრივი მანუსკრპტების შემსწავლელი კომისიის ეგიდით. პირველი ხუთი ტომის მსგავსად (რომლებიც გამოიცა 1987, 1991, 1999, 2005 და 2008 წწ.) მექვსე ტომიც (კოდით 401500) გამოდის ავსტრიის სამეცნიერო ფონდის სპონსორობით. იგი მომზადდა დოქ. ვალტერ ნოიჰაუზერის უშუალო ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ კატალოგში არის წარმოდგენილი პირადად ავტორების მიერ დაწერილი მასალები, მასში ვხვდებით მრავალფეროვან  საჭირო, სტილისტურად განსხვავებულ ტექსტებს. მანუსკრიპტების მესამედი არის თანამედროვე, ხოლო კოდექსების 12 პროცენტი  გერმანულადაა წარმოდგენილი. მანუსკრიპტების უმეტესობა თეოლოგიურია და შერჩეულია ცხოვრებისეული ყოველდღიურობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ტექსტის დაახლოებით 12 პროცენტი ისტორიულობას ასახავს. შეიძლება განსაკუთრებით გამვყოთ ორი მანუსკრიპტი: ე. წ. ბონზერ ჩრონიკის (კოდით 502), და ჯონგ რუგენის მრავალტომიანი წიგნი ჰერალდიკის შესახებ (კოდი 545). პირველადი დათვალიერებით ბევრი ტექსტი შესაძლოა მივაკუთვნოთ კონკრეტულ ავტორს. როგორც წინა ტომები, მიმდინარე ტომიც წარმოგვიდგენს თითოეული მანუსკრიპტის განსაკუთრებულ ისტორიას და ბევრს გადმოყოლილი აქვს წინა ბიბლიოთეკარის მიერ მინიჭებული ნომერი. ეს კი დახმარებას გაუწევს მკითხველს, თვალი გაადევნოს ტიროლიურული ბიბლიოთეკის რეკონსტრუირების პროცესს. ორი ინდიკატი (ტექსტის დასაწყისის ინდექსი და ავტორის, სათაურისა და საგნის ინდექსი) და ასევე დანომრილი ილუსტრაციები და საძიებლები კატალოგს ძალიან ადვილად მოხმარებადს ხდის მკითხველისათვის.  მიმდინარეობს მუშაობა მეშვიდე ტომზე. ამ სერიით სულ ათი ტომის გამოსვლა იგეგმება.