Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კინოფესტივალი „ამირანი“

8a1f792cb7fe

სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ წელს 17-21 მაისს გაიმართება. მისი ჩატარების ძირითადი სივრცე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, ხოლო 19 მაისს ფესტივალს გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს. ფესტივალზე მონაწილეობისთვის ფილმის წარდგენა უკვე შესაძლებელია 18 მარტამდე. სააპლიკაციო ფრომა ფესტივალის ოფიციალურ ვებ- გვერდზე www.tbilisistudentfilmfestival.ge არის ატვირთული. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, წელს ფესტივალის სიახლე, მხოლოდ საიტი არ არის, იგი სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებსაც გვთავაზობს. ახალი ლოგო და ანიმაცია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსელი ანიმატორების თეა ვაწაძისა და ნიკოლოზ გელაშვილის შექმნილია.
წელს ფესტივალის ჟიურის წევრები ბოგდან ძივორსკი - პოლონეთი, ინეკე სმიტსი - ნიდერლანდები, დოვერ ქოსაშვილი - ისრაელი, ანდრეა ვინკი - გერმანია და ირა კუჭუხიძე - საქართველო იქნებიან. ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ან პრეზენტაციას ჩაატარებს. გაიმართება შვეიცარიის, პოლონეთის, თელავივის, ჰოლანდიისა და გერმანიის კინოსკოლების პრეზენტაციები, რომლებსაც კინოსკოლების წარმომადგენლები გამართავენ.


სტუდენტურ კინოფესტივალთან დაკავშირებით თბილისს ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის კინოს ფაკულტეტის ხელმძღვანელი ჟან პერე ესტუმრება. იგი ჟან ჟაკ რუსოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. ფესტივალს ესტუმრებიან სომხეთიდან - ნუნე მანუკიანი - „როლან ბიკოვ ფაუნდეიშენის“ და აზერბაიჯანიდან  - ფეჰრუზ შამიევი - ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცენტრის „სინემას“ წარმომადგენლები.


2011 წელს ფესტივალის პრიზით 4 ფილმი დაჯილდოვდება ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმები. გარდა ამისა გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი. ოთხ ნომინაციას ემატება სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში ეუფლებიან.


„პირველად ფესტივალის არსებობის მანძილზე შედგება სტუდენტური ურთიერთთანამშრომლობა. შეიქმნება რამდენიმე შერეული ჯგუფი, რომელიც ONE SHUT MOVIE-ს პრინციპით საერთო ფილმებს გადაიღებენ. შემდგომში კი შესაძლბელი იქნება ამ ფილმება მონაწილეობა სხვა ფესტივალებში „ამირანის“ სახელით მიიღონ. აგრეთვე იგეგმება პროექტები PITCH DOC  და „AMIRANI SHORTS“, რომელთა განხორციელებაც დიდ ფინასებთან არის დაკავშირებული.“ - ამბობს თეატრისა და კინოს უნივერისტეტის საზოგადეობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ჯაბა სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“ 1978 წელს კინოკავშირისა და „თეატრალური ინსტიტუტის“ ორგანიზებით, აგრეთვე გოდერძი ჩოხელის, ტატო კოტეტიშვილის, ნანა ჯანელიძის, დიტო ცინცაძის, გურამ პეტრიაშვილის, ანდრო ჭიაურელის, დათო ჯანელიძის, შაქრო ჯორჯაძისა და სხვათა ხელშეწყობით და ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირის ყველაზე თავისუფალ ფესტივალად აღიარეს. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, 1990 წელს კინოფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. 2007 წელს კი იგი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით აღდგა და ყოველწლიურად ტარდება. ამჟამად ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა იღებს.


2011 წელს კინოფესტივალ „ამირანის“ პარტნიორები არიან: გოეთეს ცენტრი და ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერი მერიის კულტურის სამსახური. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ: გაზეთები „24 საათი“ და „რეზონანსი“, რადიოები „მუზა“, „უცნობი“ და „რადიო ქალაქი“, აგრეთვე ჟურნალი „FOCUS“ და საინფორმაციო სააგენტოები „ინტერპრესნიუსი“ და „ჯი-ეიჩ-ენი“.