Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ინგლისური განმარტებითი ლექსიკონი : მერიამ-ვებსტერ ონლაინი Merriam-Webster Online

merrriem

საიტი Merriam-Webster Online-ი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსიკონი – The Merriam-Webster Unabridged Dictionary, რომელიც შეიცავს 476 000 სიტყვას და ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ლექსიკონად. მასში მოცემულია სინონიმები, ანტონიმები, უახლოესი ტერმინოლოგიები და სამედიცინო სფეროში მათი გამოყენების მნიშვნელობები.

ნ. ვებსტერმა პირველი მოკლე ლექსიკონი 1806 წელს გამოსცა. მისი სრულყოფილი ვერსიის გამოცემას 27 წელი დასჭირდა. ამისათვის ვებსტერმა 26 ენა შეისწავლა.

საიტზე მოთავსებული ლექსიკონი საშუალებას გვაძლევს სიტყვები ახსნილი იქნას როგორც ინგლისურ ასევე ესპანურ ენაზე. საინტერესოა ისიც რომ უმეტესი სამედიცინო ტერმინოლოგია ილუსტირირებულია. Speak English Fast ლინკი საშუალებას გვაძლევს აუდიო-ვიდეო მასალით შევისწავლოთ ინგლისური სწრაფად და უფასოდ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებელს ექსკლუზიური სიტყვების თამაშებისა და კროსვორდების შევსების საშუალება ეძლევა. ეს ლექსიკონი ივსება ყოველდღიურად ახალი სიტყვებით. აქვეა ვიდეო მასალა, რომელიც ლექსიკონის მოხმარებაზე სრულ წარმოდგენას გვაძლევს.

საიტზე ასევე მოთავსებულია Learner’s Dictionary – ლექსიკონი ინგლისურის ენის მასწავლებლებისა და შემსწავლელთათვის; iPhone Dictionary – ხმოვანი ლექსიკონის IPhone ვერსია და A dictionary for Kids – ლექსიკონი ბავშვებისათვის (რომელიც ყოველდღიურად ივსება).

საიტი უფასოა, საცნობო-საგანმანათლებლო ხასიათისაა და განკუთვნილია ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
საიტი ინგლისურენოვანია, თუმცა მასში მოცემულია ესპანურ-ინგლისური ლექსიკონიც.

საიტი:
http://www.merriam-webster.com/

ახალი სერვისი – საინტერესო საიტების მიმოხილვა

საიტის მომხმარებლებს!

ამ პუბლიკაციით ბიბლიოთეკა იწყებს ახალ სერვისს რუბრიკით "საინტერესო საიტები".

ჩვენ რეგულარულად გამოვაქვეყნებთ ცნობებს-მიმოხილვებს საინტერესო და სასარგებლო საიტების შესახებ.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა