Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თანამედროვე მაროდიორებს მუმიების წყევლის არ ეშინიათ

92ba4e311855

რამდენიმე დღეა, მსოფლიოს საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებია. ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ასიათასობით ადამიანი არის გამოსული, რომელთა პოლიტიკურ–სოციალური მოთხოვნები საფთხეს უქმნიან ამ ქვეყნის სიმდიდრეს – ღია ცის ქვეშ თუ შენობებში არსებულ მუზეუმებს, რომლებსაც საპროტესტო გამოსვლების დაწყების დღიდან არაერთხელ შეექმნათ დაზიანების საშიშროება. ამ საფრთხეს Unesco–ს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა გამოეხმაურა, რომელმაც ეგვიპტელებს საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობის გაფრთხილებისკენ მოუწოდა, თავად ორგანიზაცია კი ქვეყნის მთავრობას ამ მუზეუმების განსაკუთრებულ დაცვას სთხოვს.

„ოფიციალურად მივმართავ ეგვიპტის მთავრობას, რათა ყველანაირი ზომა გატარდეს კაიროში, ლუქსორსა და სხვა ისტორიულ–კულტურულ ცენტრებში არსებული სამუზეუმო ობიექტების მაქსიმალურად დასაცავად. კაიროს მუზეუმში მომხდარი ინციდენტი არ უნდა განმეორდეს, რადგან ეგვიპტის მუზეუმებში დაცული თითოეული ექსპონატი მსოფლიოსთვის ფასდაუდებელი ნივთია. ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობა, ძეგლები, არტეფაქტები მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობაა. ამიტომ, ყველანი ვალდებულები ვართ, ამ სიმდიდრეს გავუფრთხილდეთ და მათ მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ.“ – ამბობს Unesco–ს მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ირინა ბოკოვა.

ირინა ბოკოვას განცხადება 28 იანვარს კაიროს მუზეუმის დარბევას და ორი მუმიას განადგურებას მოჰყვა, რომლის დროსაც მაროდიორებს არც მუზეუმის სალაროს დაცალიერება დაავიწყდათ. როგორც ცნობილია, ეს მუზეუმი კაიროს ცენტრში, ქვეყნის მმართველი პარტიის ამჟამად უკვე დამწვარ მთავარ შტაბბინასთან მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ეგვიპტის მთავრობას მის დასაცავად არაფერი გაუკეთებია. უფრო მეტიც, მაროდიორები დემონსტრანტებმა თავად გამოდევნეს შენობიდან და პოლიციის მოსვლამდე ექსპონატებს თავადვე იცავდნენ. აქვე ვიტყვით, რომ ამ მუზეუმში ფარაონებისა და მათი ოჯახის წევრების 27 მუმია ინახება. მძარცველება ორ მათგანს თავი მოაცალეს, ტანის ნაწილი დაასახიჩრეს...

ეგვიპტის მთავარი არქეოლოგი და სიძველეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზახი ჰავასი, ზემოთ აღნიშნული ფაქტების გარდა, ძარცვის კიდევ რამდენიმე შემთხვევას ასახელებს. კაიორს შემოგარენში სამარხების გაძარცვას ის ბედუინებს აბრალებს, რომლებმაც გათხრების შემდეგ მუზეუმებში გადასაგზავნი ნივთებით დატვირთული ყუთები მოიპარეს. როგორც ჰავასი ამბობს, მის მიერ ტელევიზიითა და რადიოთი გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მძარცველები ამ ნივთებს ვერ გაყიდიდნენ,  ქურდებმა ყველაფერი უკან დააბრუნეს. თუმცა პოლოციამ ქუჩებში კიდევ სამასამდე მოპარული ნივთი იპოვნა, რომლებიც აგრეთვე ჰავასის განცხადების შემდეგ მძარცველებმა მოიშორეს.

გარდა ამისა, შექმნილი ვითარების ფონზე ჩაშლის პირას არის ევროპის რამდენიმე მუზეუმთან წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება – ეგვიპტური ექსპონატების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ზახი ჰავასი ამ საქმით დიდი ხანია რაც დაკავებულია – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეგვიპტიდან გატანილი სიმდიდრის დასაბრუნებლად იბრძვის. 2010 წლის აპრილში კაიროში კულტურული მემკვიდრეობის რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა, სადაც ჰავასმა მსოფლიოს გეგმა წარუდგინა, რის შემდეგაც ამ სიძველეების დაბრუნების გარკვეული გარანტიაც არსებობდა, მათ შორის დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტისაც, რომელიც ბერლინის მუზეუმში ინახება, თუმცა გერმანიამ ბიუსტის დაბრუნებაზე მორიგი ოფიციალური უარი 25 იანვარს, აქციების დაწყებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა. ამჟამად კი, ამ თემაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან Unesco არ დაუშვებს, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ძვირფასი ნიმუში არამდგრადი პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყანაში აღმოჩნდეს, რაზეც არაოფიციალური განცხადებები უკვე კეთდება.