Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საიტი – სამეცნიერო საზოგადოება – Community of Science

8af243359890

როგორც თვით საიტზეა განცხადებული, "ეს არის წამყვანი, გლობალური ინტერნეტ საიტი, რომელშიც შეგიძლიათ მოიპოვოთ ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეცნიერების სხვადასხვა დარგებში". საიზე –  Community of Science  (COS) წარმოდგენილია მსოფლიოს 500000 ყველაზე გამოჩენილი მეცნიერი და მკვლევარი და  1600-ზე მეტი კვლევითი დაწესებულება ანუ უნივერსიტეტი, კორპორაცია და სამთავრობო სააგენტო.

COS- საიტი იყენებს სხვადასხვა სერვისს, რომლებიც მეცნიერებს კომუნიკაციის, აზრთა გაცვლის, პიროვნებების და ტექნოლოგიების პოვნის საშუალებას აძლევს.

COS არის საშუალება ძნელად მოსაძიებელი სრულფასოვანი ინფორმაციისათვის მეცნიერების ყველა სფეროში. ის დაარსდა 1988 წელს Johns Hopkinis University-ის (ამერიკის ერ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი) მიერ, რომლის მონაცემთა ბაზებია:  დაფინანსების შესაძლებლობები და ექსპერტიზები.
COS Funding Opportunities – ლინკი გვთავაზობს დაფინანსების  გზების და საშუალებების ფართო სპექტრს. როგორიცაა:
1.    სპონსორები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
2.    კერძო ფონდები, საზოგადოებრივი სააგენტოები, ნაციონალური და ადგილობრივი ადმინისტრაციები, კორპორაციები...
3.    თანხა, რომელიც გათვლილია ფიზიკური მეცნიერების, სოციალური მეცნიერების, მედიცინის, ხელოვნების და ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის.
4.    დაფინანსება სხვადასხვა მიზნებისათვის – კვლევები, თანამშრომლობები, მოგზაურობა, კონფერენციები, გაერთიანებები, ინვენტარის შეძენა და სხვა საბრუნავი ხარჯები.
COS Expertise – ბმული გვაძლევს 500 000 ბიოგრაფიულ და პროფესიონალურ ჩანაწერს წარმოდგენილს მკვლევარების, მეცნიერების და სხვა ექსპერტების მიერ. იგი საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ მსოფლიოს სხვადასხვა დარგის მკვლევარები და გავიგოთ როგორია მათი მიმდინარე კვლევათა აქტივობა, მათი გამოცემები, პატენტები, ახალი პოზიციები...

COS საიტი არის საერთაშორისო წყარო მეცნიერული კვლევების დაფინანსების ინფორმაციასა და შესაძლებლობებზე. ყველა მკვლევარი, რომელიც დარეგისტრირდება ამ საიტზე ავტომატურად იღებს COS Workbench რომლის საშუალებითაც შეძლებს სერვისით სარგებლობას.

საიტი ინგლისურენოვანია, განკუთვნილია მეცნიერების სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული მომხმარებლისათვის.  

http://www.cos.com/

http://fundingopps.cos.com/about/fundingopps.shtml