Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მალხაზ ხარბედია - თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა ქართულ ენაზე

არილი, 2011წ 4 თებერვალი, მალხაზ ხარბედია


გასულ წელს თანამედროვე ესპანურენოვანი მწერლობის მცირე ანთოლოგია გამოვიდა. ქეთი ჯიშიაშვილის მიერ შედგენილი და თარგმნილი წიგნი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქართულ ენაზე თანამედროვე ლათინო-ამერიკული ან ესპანური ლიტერატურა გამოიცემა.
თავიდანვე მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთარგმნელობით ფრთას შეეხება. წიგნი, რომელსაც დღეს მიმოვიხილავთ, ნამდვილად გამონაკლისია, რადგან ქეთი ჯიშიაშვილის მიერ ესპანური ენიდან შესრულებული თარგმანების კრებული უზარმაზარი ხარვეზის შევსების მცდელობაა. ჩვენში ხომ თანამედროვე ესპანურენოვან ლიტერატურას ძალიან უჭირს!
სამწუხაროა, რომ თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა საერთოდ არ ითარგმნება ქართულად. გამოდის ძალიან ბევრი ფრანგულიდან თარგმანი, შედარებით ნაკლები – ინგლისურენოვანი, კიდევ უფრო ცოტა - გერმანული ლიტერატურა, მაგრამ ესპანურენოვან ლიტერატურას არა და არ გამოუჩნდა ქომაგი. მართალია არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც, მაგრამ მხოლოდ მერი ტიტვინიძის მიერ თარგმნილი უნამუნოს კრებული და ელზა ახვლედიანის მიერ გადმოქართულებული მარკესი ვითარებას ვერ ცვლის.
და აი, გასული წლის ბოლოს გამოვიდა კრებული, რომელმაც ერთ ყდაში გააერთიანა ჩვენი დროის საუკეთესო ლათინოამერიკელი და ესპანელი მწერლები: ოქტავიო პასი, ხუან კარლოს ონეტი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს რევერტე, გუსტავო მარტინ გარსო.
მთარგმნელმა ქეთი ჯიშიაშვილმა გარკვეული ნიშნით შეარჩია ეს მწერლები, მისი აზრით, წიგნში წარმოდგენილი ავტორები თუ ტექსტები კარგად ეხმიანება თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ რეალობაში შექმნილ სიტუაციას. საუბარია პირველ რიგში ლიტერატურაში შექმნილი კრიზისის დაძლევის ხერხებზე, რასაც ზემოთჩამოთვლილი ავტორები გვთავაზობენ, იქნება ეს ლათინოამერიკელი მწერალი თუ ესპანელი.
აი მაგალითად, ლათინოამერიკული მწერლობა:
“60-იან წლებამდე საკმაოდ უსიცოცხლო და ჩამკვდარი ლიტერატურული ცხოვრება მიდიოდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სოცრეალიზმი იყო გაბატონებული და, ისინი გარკვეულად იზოლირებული იყვნენ თანამედროვე ევროპული პროცესებისგან, არ იქმნებოდა არაფერი ღირებული, და აი, 60-იანი წლებიდან, მოდის თაობა – კარლოს ფუენტესი, ერნესტო საბატო, ხუან კარლოს ონეტი, კასარესი, მარკესი, ლიოსა, კორტასარი და მათ შეძლეს ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინათ და ეყოთ გაბედულება კულტურულ ფესვებში ჩასულიყვნენ და სწორედ იქ ეძიათ წყარო თავიანთი წიგნებისთვის, ხოლო კულტურულ ფესვებში კი მათ “იმედგაცრუება” ელოდათ, რადგან თითქოს ისტორიას გამორჩა სამხრეთ-ამერიკული კულტურის ჩასახვის მომენტი.”
და ისინი შეეცადნენ მითის მეშვეობის დაეძლიათ ეს პრობლემა, მათ ლეგენდარულ წარსულს მიმართეს:
“ანუ ადგილობრივი ინდიელების ქრონიკებს, სადაც მათი ცხოვრება, მათი ყოფა რაღაც ჯადოსნურ ისტორიებად აქციეს, სადაც შემოდის მაგია, ჯადოქრობა, მიღმური სამყარო და ისე ერწყმის ყოველდღიურ რეალობას, რომ ის ერთ მთლიანობას ქმნის. აი, ეს არის სწორედ ის მაგიური რეალიზმი, რომელთანაც ასოცირდება დღეს სამხრეთ-ამერიკული მწერლობა და რომელმაც უდაოდ დაიპყრო მთელი მსოფლიოს გული და დღესაც უამრავი მკითხველი ჰყავს”.

სრულად: http://arili2.blogspot.com/2011/02/blog-post_6495.html