Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მზე და D ვიტამინი გაფანტული სკლეროზის პრევენციული მკურნალობისათვის

3673311145-le-soleil-et-la-vitamine-d-en-traitement-preventif-la
ჟურნალში  Neurology (ნევროლოგია) გამოქვეყნებული ახალი კვლევა განმარტავს, რომ მზის სხივების ქვეშ რეგულარულად ყოფნა და D ვიტამინის მნიშვნელოვანი დოზის მოხმარება გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს ამცირებს.
გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ეს გამთიშველი დაავადება მრავალ ათეულ ათასობით ადამიანს აწუხებს საფრანგეთში და დაავადებულთა უმრავლესობა ქალია.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ მზის სხივების ქვეშ რეგულარულად ყოფნა და D ვიტამინი ავადმყოფობის რისკს ამცირებს. ამ დასკვნემდე რომ მისულიყვნენ, მკვლევარები დაეყრდნენ 216 ავსტრალიელის შემთხვევას, რომლებსაც დაავადების პირველი სიმპტომები აღმოაჩნდათ. მათი შემთხვევებისა და 400 ჯანმრთელი ადამიანის  შესწავლისას მათ აღმოაჩინეს, რომ დაავადებული პირები ნაკლებად ეფიცხებოდნენ მზის ულტრა-იისფერ სხივებს. მაშინაც კი, თუ არანაირი მიზეზობრივი კავშირი არ გამოვლინდებოდა ამ დაავადებასა და D ვიტამინს შორის (მზის სხივების მიერ ორგანაზმში სინთეზირებული, ან საკვებში არსებული ვიტამინის დახით), მკვლევარები აცხადებენ, რომ D ვიტამინი მაინც ეხმარება ჯანმრთელობას.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110209/tsc-le-soleil-et-la-vitamine-d-en-traite-04aaa9b.html