Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სიყვარულის ელემენტარული ნაწილაკები

 logo_blk ლიბერალი.ჯი. 12.02.2011, დიანა ჩაჩუა

shutterstock_65034292_converted

თუ ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის amazon.com-ის საძიებო ფანჯარაში ჩაწერთ ფრაზას: "სიყვარული/სიყვარულის მეცნიერება",  ვებგვერდი ამ თემაზე 8523 წიგნს გიპოვით.
 

სიყვარულისადმი ცინიკურად განწყობილ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები სასოწარკვეთით ცდილობენ, ჩასწვდნენ სიყვარულის არსს, რათა მისგან თავდაცვის წამალი გამოიგონონ.

მეცნიერები სიყვარულით აქტიურად 80-იანი წლებიდან დაინტერესდნენ.

თუმცა სიყვარულის გზა ლაბორატორიამდე იოლი არ ყოფილა. გრძნობის გამოკვლევის იდეას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მეცნიერებს შესაძლოა,  წარმოედგინათ  სიბრაზის და შიშის მსგავსი გრძნობების გამოკვლევა, მაგრამ არა - სიყვარულის.

ლაბორატორიული კვლევებით ჯერ ის დადგინდა, რომ სიბრაზისა და შიშის დროს პულსისა და სუნთქვის სიხშირეს, კუნთების შეკუმშვას და სხვა უნებურ რეაქციებს უნდა დააკვირდნენ. სიყვარულის "გამოჭერა" კი ამ კვლევითი ინსტრუმენტებითაც კი  შეუძლებლად ეჩვენებოდათ, რადგან მეცნიერების თქმით, იოლი იყო, სიყვარულის სიმპტომები მოუნელებლობით, თუ მანიაკალური შეტევით დაავადებული ადამიანის სიმპტომებში არეოდათ.
...

წყარო: http://liberali.ge/siqvarulis-elementaruli-natsilakebi