Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სამეცნიერო სიახლეების საიტი – MSNBC Technology and Science

33439eef1dad

MSNBC საიტი შეიქმნა 1996 წელს  NBC (National Broadcast Company)-ის და Microsoft-ის თანამშრომლობით.

Msnbc.com, ფაქტიურად ცალკე საინფორმაციო კომპანიაა (და არა მხოლოდ MSNBC-ის ვებსაიტი). ეს არის NBC News ოჯახის ონლაინ საინფორმაციო ქსელი. გარდა MSNBC-ის საინფრომაციო შოუებისა (Today, NBC Nightly News, Dateline NBC ან MSNBC TV), საიტის თანამშრომლები თვითონაც ამზადებენ საინფორმაციო მასალებს სხვადასხვა დარგებში და აგრეთვე აქვეყნებენ სტატიებს ისეთი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მაგალითად ჟურნალები "ვოშინგტონ პოსტ" (Washington Post) და  ნიუს ვიკი (Newsweek).

ეს არის უნიკალური საიტი რომელიც გადმოგვცემს გლობალურ და მიმდინარე ახალ ამბებს. აქ მოცემულია მრავალი კატეგორია: ამერიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ბიზნესი, სპორტი, გასართობები, ჯანმრთელობა, ტექნოლოგია და მეცნიერება, მოგზაურობა ...

სწორედ ერთ ერთ მათგანია Technology and Science ბმული, რომელიც გვთავაზობს სიახლეებს ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში. იგი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ რა გავლენას ახდენს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემო მეცნიერულ კვლევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და პირიქით.
თანამედროვე ტექნოლოგია დაფუძნებულია მეცნიერებაზე, განსაკუთრებით ისეთ დისციპლინებზე, რომლებიც ეხება ბუნების ფენომენის ახსნას. ესენია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და სხვ. ტექნოლოგიური პროგრესი და მეცნიერული მიღწევები დიდ  გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მისი კომპლექსურობა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სტილს.
Technology and Science წარმოგვიდგენს ლინკებს: ტექნოლოგია, მეცნიერება, კოსმოსური სივრცე, რადიო, უსაფრთხოება, ინოვაციები, თამაშები, ტექნოლოგიური ხელსაწყოები, ტექნიკური სასაუბრო TV შოუები და სპეციფიკური სტატიები.
ეს საიტი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს რომლებიც ინტერესდებიან მეცნიერულ-ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მეცნიერებას შორის არსებული კავშირებით.

საიტი ინგლისურენოვანია და იძლევა ვიდეო და ფოტო მასალით (ახალი ამბებით) სარგებლობის საშუალებას.

http://www.msnbc.msn.com/id/3032118/ns/technology_and_science