Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფრანგი მოსწავლეები ექსპერიმენტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან – ISS-სთან ერთად ჩაატარებენ

ხუთშაბათს ტულუზის (საფრანგეთი) ლიცეუმისა და კოლეჯის მოსწავლეები უფლებას მიიღებენ  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS- Station spatiale internationale) ექსკლუზიურ ვიდეო კავშირზე, რომლის მიზანი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებაა ბორტზე მყოფ ასტრონავტ პაოლო ნესპოლისთან (Paolo Nespoli) ერთად და მიზნად ისახავს პლანეტის სასიცოცხლო ციკლზე კოსმოსური გარემოს ეფექტების შესწავლას.

საფრანგეთის 200 იღბლიანი მოსწავლე შეძლებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ წამოწყებული ამ სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებას. ტულუზის 10-დან 14 წლამდე მოზარდები ემზადებიან arabettes de Thalius (arabidopsis thaliana)-ის მინი სათბურებში გასაზრდელად და ამ მცენარეების ზრდის შესასწავლად. ამასობაში იტალიელი ასტრონავტი პაოლო ნესპოლი იგივე თესლს საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს (ISS)  მინი სათბურში დათესს. ეს მათ საშუალებას მისცემს, შეადარონ ორ გარემოში,  გრავიტაციასა და უწონობაში, ერთიდაიგივე მცენარის ზრდა.

250px-Illustration_Arabis_turrita0

arabettes de Thalius (arabidopsis thaliana)

”კოსმოსური ბოსტანი” ასტრონავტებს ყველაზე საინტერესო საარსებო საშუალებას მისცემს. მაგრამ სანამ ერთ დღესაც მთვარეზე, ან მარსზე, ან თუნდაც კოსმოსურ ხომალდზე სათბურებს დადგამდნენ, საჭიროა მცენარეების მდგომარეობის შესწავლა ორბიტაზე. გრავიტაციის არარსებობა უშლის ხელს მათ ზრდას? წყლის საჭიროება განსხვავებულია იქ? ამ ექსპერიმენტში მოსწავლეების ჩართვით ასტრონავტს იმედი აქვს, რომ კონკრეტულ პასუხებს მოუძებნის ამ კითხვებს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/68/20110211/tsc-des-lves-vont-raliser-une-exprience-04aaa9b.html