Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

2045 წელს ადამიანი უკვდავი იქნება

trounoir
ჩვენ ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც კომპიუტერები არა მარტო გონიერები იქნებიან, არამედ ბევრად უფრო გონიერები, ვიდრე ჩვენ, ადამიანები. და როდესაც ეს მოხდება, კაცობრიობა - ჩვენი სხეული, ჩვენი გონება , ჩვენი ცივილიზაცია - სრულად და სამუდამოდ ტრანსფომირდება. ეს არ არის ფანტასტიკური ფილმი. ძალიან სერიოზული ჟურნალი The Time საკმაოდ გრძელ სტატიას უძღვნის ამ მომავალ რადიკალურ ტრანსფორმაციასა და ამ თეზისს, სახელად ”განსაკუთრებულობა”. სიტყვა ”განსაკუთრებულობა” ( სინგულარობა – Singularity) ასტროფიზიკური ტერმინისაგან გადმოიღეს. ის აღწერს ერთ წერტილს სივრცე-დროში – მაგალითად  შავ ხვრელში – სადაც ჩვეულებრივი ფიზიკის წესები არ ვრცელდება.
ამ ”განსაკუთრებულობის” თეორიის შემუშავება ადამიანთა სამყაროსათვის, რომელიც თავის სხეულსა და გონებაზე აღმატებული იქნება. ხორციელდება ისეთი პიროვნების მიერ, რომელიც მოიაზრება ჩვენი დროის უდიდეს სამეცნიერო გენიად - ეს რეი კურზვეილია (Ray Kurzweil). მას ჟურნალი Wall Street Journal  ”დაუნდობელ გენიად” მოიხსენიებს, ჟურნალი Forbes კი - ”მოაზროვნე მანქანად”. მისი ანგარიშით, ცივილიზაციის აღსასრული, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, 35 წელიწადში განხორციელდება.
მისი ინიციატივით სამი წლის წინ დაარსდა განსაკუთრებულობის უნივერსიტეტი -  (l'Université de la Singularité – Singularity University). მისი მხარდამჭერია NASA  და ძირითადი სპონსორი კი Google-ია. Google-ის თანადამფუძნებელმა, ლარი ფეიჯმა (Larry Page) გასულ წელს უშუამდგომლა მას.
ყველაფერი იწყება იმაზე დაკვირვებით, რომ კომპიუტერები უფრო და უფრო სწრაფი და ძლიერი ხდება და რომ ეს ევოლუცია არ ნელდება... პირიქით. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი შეძლებენ ადამიანის გონვრულობის მსგავსი ქმედებების ჩადენას. მთელი ეს შესაძლებლობა და სისწრაფე იმისთვის გამოიყენება, რომ მიბაძოს ყველაფრ იმას, რაც ჩვენ გონებაში გვაქვს, მათ შორის სინდისსაც, ანუ არა მხოლოდ ზესწრაფი გამოთვლები შეძლოს, მუსიკა შექმნას, არამედ - ატაროს მანქანა, წეროს წიგნები, მიიღოს ეთიკური გადაწყვეტილებები, განსაზღვროს ნახატის ხარისხი...
.......................................................................................................
...შეიძლება ჩვენ გადავიქცეთ ცარიელ გონებად და ვიცხოვროთ ამ მანქანებში. შეიძლება კომპიუტერები მიუბრუნდნენ თავიანთ შემქმნელებს და გაანადგურონ კაცობრიობა.

ყველა ამ თეორიას ერთი რამ აქვს საერთო: ჩვენი სამყაროს გარდაქმნა ისეთ რაღაცად, რასაც აღარაფერი ექნება საერთო იმ კაცობრიობასთან, რომელსაც ჩვენ 2011 წელს ვიცნობთ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/79/20110214/tsc-l-homme-deviendra-immortel-en2045-be0b1cf.html