Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პოეზიის საღამო : თემურ ჩალაბაშვილი

temur

temuri

გუშინ განახლდა ჩვენს ბიბლიოთეკაში პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" ლიტერატურული სემინარები.

ამჯერად ორდენის წევრებმა მოიწვიეს და საზოგადოებას გააცნეს პოეტი, რომელიც ამ ორდენის წევრი არაა, მაგრამ მათი დიდი ხნის მეგობარია - თემურ ჩალაბაშვილი.

ძალიან თბილი საღამო ჩატარდა. დარბაზი ისევ სავსე იყო. პოეტის გამოსვლის შემდეგ შეკითხვებიც ბევრი იყო და ზოგიერთმა მისმა მეგობარმა, მისი ცხოვრების და მოღვაწეობის ისეთი საინტერესო ეპიზოდები მოგვიყვა, რაც თვითონ ბატონ თემურს თავმდაბლობის გამო "გამორჩა".

თემურ ჩალაბაშვილის ნებართვით ვაქვეყნებ მის ორ ლექსს.

გარდა ამისა, დავინტერესდი მისი მოღვაწეობით და ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიულ საძიებლებში მოვიძიე ბოლო წლებში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუები ჟურნალებში, გაზეთებში და წერილები მასზე.

თემურ ჩალაბაშვილის ლექსები შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე ლიბ.ჯი და ურაკპარაკი.


მირზა გელოვანს

თვით ლექსმა მისცა სიცოცხლე პოეტს,
მისი წართმევის ვისა აქვს ნება,
როცა შვიდფერი საუფლოს სტოვებს,
პოეტიც მაშინ ულექსოდ კვდება.
ო, ყველა პოეტს ღმერთმა აშოროს,
დასწყევლოს დღენი ქვეყნად გაჩენის,
რომ გასაჭირში ედგას სამშობლო
და ლექსი ჰქონდეს გადასარჩენი.
რომ მის სულს სწვავდეს სიმწარის ხვატი,
ათოვდეს ლურჯი ოცნების სივრცეს,
ნუ გაუჭირდეს სამშობლოს ისე,
პოეტმა ლექსი მტრის ტყვიას მისცეს.
შენ კი ამგვარი გქონია ხვედრი,
ბევრიც საუბრობს ახლაც შენს ბედზე,
იქნება დაჭრილ ლექსებს ეძებდი,
როცა ყაყაჩომ იფეთქა მკერდზე.
ეგ ცუდად როდი გენიშნა პოეტს,
ომში ხომ მხოლოდ ლაჩარი კვნესის,
როცა ღრუბლებმა სივრცე დატოვეს,
იპოვეს მკვდარი მირზა და ლექსი.
ასე კვდებოდნენ გმირები ძველად,
არ თმობდნენ მამულს სიცოცხლის ფასად,
ამისთვის გმადლობ, ო, ბედისწერავ,
რომ არავის კლავ პოეტის მსგავსად.
ამისთვის გმადლობ, ო, ბედისწერავ,
ამაში მაინც აქვს პოეტს ბედი,
რადგან ამ ქვეყნად თავის გაჩენას
ამართლებს ყველა, პოეტის მეტი...
თვით ლექსმა მისცა სიცოცხლე პოეტს,
მისი წართმევის ვისა აქვს ნება,
როცა შვიდფერი საუფლოს სტოვებს,
პოეტიც მაშინ ულექსოდ კვდება.

სანთელი

შენ სანთელი ხარ უფლის ხმობილი,
ო, პაწაწინა თაფლის სანთელო.
გყოლია მრევლი ხელაპყრობილი -
შენ შეგინახავს ეს საქართველო
ჩამოგიქოლებს სული ტაძართა
და ეგ სიწმინდე გასაკვირია.
ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა,
ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია.
შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,
მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძვნია.
შენ საქართველოს ჭირისუფალო,
ბედნიერი ხარ წვა შეგიძლია...