Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა -
53-shi%20English%20books
2011 წლიდან სრულიად იცვლება სკოლებში პირველკლასელთა  მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის  პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა, არ მოხდება მშობლის განაცხადის მიღება დადგენილ ვადამდე ან ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის  1 მარტიდან  15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში  პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი  დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ყველა სხვა პირველკლასელისთვის  რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს.

იმისთვის, რომ ბავშვმა 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღოს, აუცილებელია მშობელმა დროულად მიაკითხოს შერჩეულ საჯარო სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამინისტროს ვებ.გვერდი www.mes.gov.ge, ან დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 31 89 40

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]