Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„აკვნიდან აკვნამდე“ - წიგნის წარმატება

Сradle to Cradle: Remaking the Way We Make Things

ავტ: William McDonough; Michael Braungart,

North Point Press; 1st edition (2002)

cradle_cover

ყურადღება, ეს არის მსოფლიო ბესტსელერი. 2002 წელს ის გამოქვეყნდა აშშ-ში და ამ კვირაში საფრანგეთის წიგნის მაღაზიებშიც გამოვა.
ამასობაში, ის...

თარგმნეს ოცამდე ენაზე. ჩინეთში მისი 20 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, C2C „პატარა წითელი წიგნის“ (მაო ძედუნის გამონათქვამები) შემდეგ ყველაზე პოპულარული წიგნი აღმოჩნდა. C2C  - Cradle to Cradle. თარგმანი? - "აკვნიდან აკვნამდე".

შევაჯამოთ. დღეს ჩვენი მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება ეფუძნება ხაზოვან ეკონომიკას, „აკვნიდან საფლავამდე“: მასალებს გარემოში მოვიპოვებთ, მათ პროდუქციათ გარდავქმნით და ვყრით. მაგრამ ჩვენი რესურსები როდია ულევი! ამიტომაც გაჩნდა იდეა C2C: წარმოიდგინეთ წრიული ეკონომიკა, ფორმით „ შემცირება, თავიდან გამოყენება, რეცირკულირება“. აქედან გამომდინარეობს ნარჩენების ხელახალი გამოყენების ცნება: პროდუქცია ახალ ცხოვრებას იძენს „აკვნიდან აკვნამდე“. როგორც ეს ბუნებაში ხდება.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/76/20110223/tsc-du-berceau-au-berceau-tourne-bien-ro-5a9d534.html

წიგნის შესახებ საიტზე amazon.com

რეცენზია საიტიდან http://www.mcdonough.com/cradle_to_cradle.htm :

"დღეს, როდესაც ამდენად იზრდება ცოდნა ცოცხალი სამყაროს შესახებ, წარმოებამ შეიძლება იმოქმედოს ახალი სულისკვეთებით. ფაქტობრივად, ავტორები წერენ, რომ როდესაც საუბარი გვაქვს ბუნებრივი სისტემების ეფექტურობაზე, მზის ენერგეტიკაზე, შესაძლებელია შეიქმნას სამრეწველო სისტემები, რომლებიც ბუნებისა და კომერციის ნაყოფიერ თანაარსებობაზე იქნება დაფუძნებული.

წიგნში საუბარია წარმოების ახალ პარადიგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ნოვატორობა, სიახლის დანერგვა დღევანდელ ეკონომიკურ გარემოში. წიგნი წარმოაჩენს, რომ ინდუსტრიის ხელახლა გამოგონება არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, ეს არის კაცობრიობის მომავალი კეთილდღეობის იმედი.

გარდა იმისა, რომ  წიგნი აღწერს იმედისმომცემ, ბუნებით შთაგონებულ პრინციპებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მრეწველობას გახდეს წარმატებული და მდგრადი, წიგნი თავად არის ამ ცვლილებების ფიზიკური სიმბოლო. ის დაბეჭდილია სინთეტურ "ქაღალდზე" - დამზადებულია პლასტიკური მასალის, რეზინისა და არაორგანული შემავსებლისაგან, თვალიც და გრძნობაც მას აღიქვამს, როგორც მაღალი ხარისხის ქაღალდს და იმავდროულად იგი წყალგამძლე და მტკიცეა. ეს "ხის გარეშე" დამზადებული წიგნი მიგვანიშნებს იმ გზას, როცა სინთეტური წიგნები, როგორც ბევრი სხვა პროდუქტი, შეიძლება იქნას გამოყენებული, რეციკლირებული და გადამუშავებული მასალის ხარისხის დაკარგვის გარეშე - აკვნიდან აკვნამდე".