Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ანი ჟირარდო: გავიხსენოთ ლამაზი ამბები...

277135-annie-girardot-637x0-1

ორშაბათს, 79 წლის ასაკში , ალცჰეიმერის დაავადების შედეგად გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი ანი ჟირარდო. ის იყო არა  ვარსკვლავის, არამედ  "ანტი-ვამპის" (anti-vamp) განსახიერება, რომელიც წარმოადგენდა ”მადამ ყველას” (Madame Tout-le-monde) და რომელთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეეძლო საზოგადოებას.

თქვენ vamp-ის (ფატალური ქალის), ლამაზი, არარეალური ქალის სანახავად კი არ მოხვედით, არამედ ჩვეულებრივი ქალის”,- წერდა ის თავის წიგნში ”ვიცხოვროთ სიყვარულისთვის”, რომელიც მან 1999 წელს გამოაქვეყნა დედის გარდაცვალების შემდეგ. ” მე ყოველთვის დავდიოდი საყიდლებზე, ვალაგებდი სახლს. მე არასოდეს ვყოფილვარ ხავერდოვანი ვარსკვლავი”,- ამატებს ის.
ბიჭურად შეჭრილი მოკლე თმით, ნუშისებური მბრწყინავი თვალებით,  ჰარმონიული სახითა და სერიოზული ხმით იგი  ყველაზე დიდი ფრანგი მსახიობების გვერდით მოიაზრება: დელონის, დე ფიუნესის, ნუარეს, პიკოლის.
2002 წელს, ავადმყოფობის პირველ შეტევამდე ცოტა ხნით ადრე, ის ყვება, როგორ დადიოდა ისევ მეტროთი. „ქუჩაში ხალხი ანის მეძახის, ავტოგრაფს მთხოვს...“,- ამბობს მისთვის ჩვეული სიცილით.
ზომიერი სილამაზით განასახიერა მან მოტყუებული ქალი ივ მონტანის გვერდით კლოდ ლელუშის ფილმში „ვიცოცხლოთ სიცოცხლისათვის“, რომელიც 1967 წელს გამოვიდა.

........................................................................................................

277135-annie-girardot-637x0-1

ბრუნო პრადალი და ანი ჟირარდო

 „რატომ ვარ თქვენი ოჯახის წევრი? მე ვიყავი მოსამართლე, ადვოკატი, ტაქსის მძღოლი, პოლიციელი, ქირურგი...“,- განმარტავს თავის წიგნში „ვიცხოვროთ სიყვარულისთვის“. „მე ვარ თქვენი ბიძაშვილი, თქვენი დეიდა, დედა, საცოლე“, ამატებს თავის ავტობიოგრაფიაში „წასვლა, დაბრუნება“, რომელიც 2003 წელს გამოჩნდა და სადაც თავის თავს ეძახის: „ანტი-ვამპს, რომელიც აწყნარებს“ ("l'anti-vamp qui rassure").
როდესაც ეკითხებიან „ჟირარდოს მითზე“, ის გულახდილად პასუხობს: „მითი! ეს რაღაც შთამომავლობასავითაა, ეს მაცინებს. საბოლოოდ, იცით, ყველანი გვირაბში მოვხვდებით“.
მისი და საზოგადოების სიყვარულიც ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგანაც ანი ჟირარდუ 80-იანი წლების დასაწყისში თითქმის გაქრა დიდი ეკრანიდან და მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა ისევ.

სიცოცხლის ბოლოს ის გახდა ალცეიმერის დაავადების სიმბოლო, რომელმაც ააღელვა მსოფლიო. ის ფართო საზოგადოებამ იხილა დოკუმენტურ ფილმში „ასე მიდის ცხოვრება“ ("Ainsi va la vie"), რომლისთვისაც ავადმყოფ მსახიობს რვა თვის განმავლობაში იღებდა ნიკოლა ბოლიე (Nicolas Beaulieu) .

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://actu.voila.fr/actualites/documents/2011/03/01/annie-girardot-l-anti-vamp-qui-rassurait-madame-tout-le-monde_628066.html