Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” -
2011-03-01

სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებენ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ა.წ. 2 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ან რაიონულ რესურს-ცენტრში.

განაცხადებს შეაფასებს კომპეტენტური საკონკურსო კომისია, რომელიც გამარჯვებულებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლენს.

კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით, გრანპრის მფლობელი კი გაემგზავრება უცხოეთში შემეცნებითი ტურით.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”-ს საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე: www.mes.gov.ge, www.rustaveli.org.ge

 დეტალური ინფორმაცია:


[შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი]