Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Atlantico, ახალი საინფორმაციო საიტი, უარყოფს „უფლების“ ეტიკეტს

1486367_3_16c1_page-d-accueil-du-nouveau-site-d-information

ორშაბათს, 28 თებერვალს გამოჩნდა ახალი ფრანგული საინფორმაციო საიტი  Atlantico - http://www.atlantico.fr/ იშიფრება, როგორც „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მედიატორი-გამმარტივებელი“. გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ათზე მეტი ჟურნალისტისაგან შემდგარი ჯგუფი ავრცელებს, საიტი ინტერნეტ-ინფორმაციის ექსპერტებისა და რედაქტორების ნამოღვაწარსაც აქვეყნებს.

Atlantico სხვა საიტებთან დამაკავშირებელიც იქნება: „თუკი რაიმე კარგად არის გადმოცემული სადმე, რატომ უნდა შევცვალოთ ის? სჯობს, კავშირი დავამყაროთ“, აკონკრეტებს გამოქვეყნების რედაქტორი ჟან-სებასტიან ფერჟუ (Jean-Sébastien Ferjou). მაგალითად ის Huffington Post-ს ასახელებს, ეს არის აშშ-ში არიანა ჰაფინგტონის (Arianna Huffington) მიერ შექმნილი სიახლეთა აგრეგატორი საიტი, რომელიც სულ ახლახანს AOL-მა (America On Line) შეიძინა 315 მილიონ დოლარად და ვებ-ის ბევრი კონტრაქტორის ოცნება აისრულა.
Atlantico-ს კაპიტალის 51% მისი თანადამაარსებლების, ჟან-სებასტიან ფერჟუს, პიერ გუიოს (Pierre Guyot), ლოიკ რუვენისა (Loïc Rouvin) და იგორ დაგიერის (Igor Daguier) მიერ იმართება, დანარჩენი 49% კი ეკუთვნის ინვესტორთა ჰოლდინგ  Free Minds-ს, რომელთა შორისაც ისეთი საქმიანი ადამიანები ფიგურირებენ, როგორიცაა შარლ ბეიგბედერი (Charles Beigbeder), მარკ სიმონსინი (Marc Simoncini), Meetic-ის დამაარსებელი, ქსავიერ ნიელი (Xavier Niel), Free-ს დამაარსებელი და ჟურნალ Monde-ის მინორიტარული აქციონერი, ასევე არნო დასიე (Arnaud Dassier), საკომუნიკაციო სააგენტო L'Enchanteur des medias-ს დამაარსებელი, რომელმაც ნიკოლა სარკოზის კომპანია გამოაცოცხლა 2007 წელს Web-ზე.

სრული ინვესტიცია მილიონ ევროს შეადგენს. ძირითადი აქციონერი არის ჟან-სებასტიან ფერჟუ, რომელმაც 30000 ევრო ჩადო. მიზანი ერთი წლის განმავლობაში თვეში 600000 ვიზიტორის მიზიდვაა.

...

თარგმანი: ekalejava

სტატიის ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.lemonde.fr/actualite-medias/

საიტის მისამართი: http://www.atlantico.fr/