Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ვიდეო თამაშები და სოციალური ქსელები ცვლიან სამყაროსთან, დროსთან, პირადობის ფორმირებასთან მიმართებას“

1483028_5_5bdb_serge-tisseron-psychiatre-et-psychanalyste

ორშაბათს, 2011 წლის 28 თებერვალს ფრანგული საიტის  LeMonde.fr-ის "ჩათზე" ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა, ახლი ტექნოლოგიების სპეციალისტმა სერჟ ტისერონმა (Serge Tisser), განაცხადა, რომ მშობლებმა უნდა დაარეგულირონ მათი შვილების მიერ ეკრანთან ყოველდღიური ურთიერთობა, რადგანაც „ხშირი სარგებლობა სხვა საქმიანობას უშლის ხელს“.

გთავაზობთ რამოდენიმე კითხვაზე სპეციალისტის პასუხს:

Ice Berg: ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ გაიზარდა კონსულტაციების რაოდენობა ეკრანების ხშირი გამოყენების შედეგად გაჩენილი პრობლემების გამო.

დიახ,  ადამიანები მართლაც ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს ვიდეო თამაშებითა და სოციალური ქსელებით გადამეტებული სარგებლობის გამო.

Pol: თქვენთვის გასაგებია მშობლების შიში ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ გადაჭარბებული გეჩვენებათ ის?

მშობლები მართალნი არიან, ამის გამო რომ სწუხან, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომელიც მათ ჰგონიათ. მოზარდების მიერ ეკრანებთან ხშირი ურთიერთობა არ არის აუცილებლად ფსიქოლოგიური აშლილობის ნიშანი. სამაგიეროდ, სიმართლეა ის, რომ ამან შეიძლება სხვა აქტივობების შემცირება გამოიწვიოს, ამიტომ მშობლებმა უნდა დაარეგულირონ ეს პრობლემა.

Tom : ყოველდღიურად რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება დავრთოთ ნება ბავშვებს, ისხდნენ ეკრანების წინ (კომპიუტერი, ტელევიზორი)?

პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ 1999 წელს მშობლებს შესთავაზა მეგზური: არანაირი ეკრანი 2 წლამდე (დღეისათვის სპეციალისტები უკვე 3 წელზე თანხმდებიან), დღეში ერთი საათი 3-დან 6 წლამდე, 6-დან 9 წლამდე 2 საათი და უფროსებისათვის 3 საათი. მაგრამ საქმე ეხება სრულ დროს, ანუ აქ შედის ტელევიზორიც, კომპიუტერი თამაშისთვის, კომპიუტერი სამუშაოდ, პორტატული სათამაშო მოწყობილობა,..
.....................................................

Adrien : სოციალური ქსელები ორმაგად ბასრპირიანი დანა ხომ არ არის: ერთი მხრივ, დაუჯერებელი შესაძლებლობა, რომ რეალურ დროში გაცვალო ინფორმაცია და, მეორე მხრივ, ეკრანზე მიჯაჭვულობა, ერთგვარი სიმარტოვე ეკრანის პირისპირ?

სოციალურ ქსელებზე, განმარტების მიხედვით, არასდროს ხარ მარტო. უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები, მოზრდილი ადამიანებისაგან განსხვავებით, ამ ქსელებზე მათივე ასაკის ისეთ ხალხს პოულობენ ამორჩევით, რომლებსაც, სხვათაშორის, იცნობენ. უფროსები უფრო უცნობების გაცნობას ესწრაფვიან ახალი ავანტიურების სურვილით...

სრული ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/societe/