Skip navigation.
მთავარი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებით იუწყება დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდაცვალებას. ბიბლიოთეკის კოლექტივი თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ირაკლის ოჯახს.

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

51-ე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა

51-ე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა -

Laboratoria%2051-e%20skolashi%202-%204.3.11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ამჯერად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ახალი ლაბორატორია გახსნა. სკოლისათვის თანამედროვე საბუნებისმეტყველო  სასწავლო თვალსაჩინოებებისა და აპარატურის გადაცემა ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პირველ ეტაპზე 150 საჯარო სკოლას გადაეცა სრული კომპლექტი, მათ შორისაა 51-ე საჯარო სკოლაც. საჯარო სკოლების  ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი მომავალშიც  გაგრძელდება.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა   და ამ საგნებით მოსწავლეთა  დაინტერესების მიზნით, სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.  მოსწავლეები  სასკოლო ლაბორატორიებით  უკვე არაერთ სკოლაში სარგებლობენ,   პრაქტიკულ   სამუშაოებს ასრულებენ, კვლევებს ატარებენ, შედეგებს აკვირდებიან  და  სათანადო დასკვნები გამოაქვთ.

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის დავით ლაგვილავას განცხადებით,  საბუნებისმეტველო საგნების  სასწავლო ლაბორატორიის არსებობა მის სკოლაში   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან  უფროსკლასელთა შორის ბევრია  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული, ეს ლაბორატორია მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სხვადასხვა კონკურსებისთვის  მზადებაშიც დაეხმარებათ.

 მიმდინარე სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებისას და შესწავლისას საშუალება აქვთ ვირტუალური ლაბორატორიებითაც ისარგებლონ.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]