Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი გამოცემები

9c337bb25281

დეგერ-იალკოცი ზ., ბეჰლე ა.ე. LH III C ქრონოლოგია და სინქრონიზმები III: LH III C პერიოდის გვიანი და ადრეულ რკინის ხანაზე გადასვლა. შრომები საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვენაში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში 2007 წ. 23–24 თებ. მიკენური კულტურის პუბლიკაცია ტ. 30. – ვენა: ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, 2009. – 421 გვ.: ილ. (ფილოსოფიურ-ისტორიული გან-ბა ტ. 384). 
ISBN 978-3-7001-6598-9


LH III C Chronology and Synchronisms III: LH III C Late and the transition to the Early Iron Age. Proceedings of the International Workshop held at the ... 2007 (Denkschriften der Phil.-Hist. Klasse) (Paperback) ~ Anna Elisabeth Bachle (Editor), Sigrid Deger-Jalkotzy (Editor)


LH III C პერიოდის ქრონოლოგიასა და სინქრონიზმების თემაზე ვენის სიმპოზიუმების მიზანია განავითაროს და უფრო გასაგები გახადოს საბერძნეთის ადრეული ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფაზა. ეს სიმპოზიუმები „მიკენური კულტურის დასასრულის“ პროექტის ნაწილია. მესამე სიმპოზიუმი მიძღვნილი იყო მიკენური ცივილიზაციის ბოლო პერიოდისა და ფოტოგეომეტრიულ პერიოდზე გადასვლისადმი.
ამ წიგნში მოცემული შრომების უმრავლესობა შესრულებულია ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ პროექტმა მიზანს მიაღწია. მოცემულია ძველი და ახალი კვლევების გამოუქვეყნებელი მასალები და ამასთან ერთად განხილულია გარდამავალი პერიოდი გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ადრეულ რკინის ხანამდე. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო, არსებობდა თუ არა სუბმიკენური პერიოდი და თუ არსებობდა, როგორ უნდა განგვესაზღვრა. ზოგის აზრით, მიკენური ცივილიზაციის გადასვლა ადრეულ რკინის ხანაზე გამოხატული იყო განსხვავებული ფენომენით საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში. ასე რომ, სუბმიკენური უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე ქრონოლოგიური ფაზა და არა მხოლოდ როგორც კერამიკული სტილი. ამ პროექტმა დიდი აღიარება ჰპოვა საერთაშორისო აკადემიურ გაერთიანებაში. წამოყენებული იქნა ახალი წინადადებები გვიანი ბრინჯაოს ხანის დასასრულის ქრონოლოგიაზე, რომელიც ალბათ დიდი მსჯელობის საგანი გახდება.