Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მუსლიმანი მეცნიერების მივიწყებული ისტორია

camera-obscura-illustration

კამერა ობსკურა”: ჩვენი წელთაღრიცხვით 965 წელს დაბადებულმა, მუსლიმანმა ფიზიკოსმა -- ალჰაზენმა, ერთ-ერთმა პირველმა ექსპერიმენტატორმა-ფიზიკოსმა; საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მეცნიერულ ოპტიკას და გამოიგონა „კამერა ობსკურა” – მოწყობილობა გამოსახულებების აღსაბეჭდად -- როგორც ილუსტრაციაზეა ნაჩვენები.

წარსულში, მუსლიმანურ ქვეყნებში მეცნიერების აყვავების გარეშე თანამედროვე მსოფლიოს შესაძლებელია არ ჰქონოდა ალგორითმები და ალგებრა.

ათასწლეულის წინ შინაპატიმრობაში მყოფმა მეცნიერმა ჩამოაყალიბა განსხვავებული „ოპტიკის ცნება“ -- მეცნიერება სინათლის ქმედებისა და თვისებების შესახებ. წიგნში, რომელიც თავისი რევოლუციური მნიშვნელობით, შეიძლება შევადაროთ ნიუტონის მიერ 700-ზე მეტი წლის შემდეგ შექმნილ „პრინციპია (Principia)“-ს, მუსლიმანმა მეცნიერმა კაიროდან – აბუ ალი ალ-ჰასან იბნ ალ-ჰაიტამმა (ან როგორც დასავლეთშია ცნობილი – ალჰაზენმა)   მრავალი ექსპერიმენტის მეშვეობით, რომლისთვისაც გამოიყენა სარკე და არეკვლა, დაამტკიცა, რომ სინათლე სწორხაზოვნად მიემართება. ალჰაზენმა პირველმა გამოიგონა თანამედროვე მეცნიერული მეთოდი (ჰიპოთეზა, რომელიც ექსპერიმენტულად მტკიცდება ან ვერ დამტკიცდება) და ექსპერიმენტული ფიზიკა.

მან, აგრეთვე, პირველმა აღწერა „კამერა ობსკურა” -- ყუთი, რომელშიც ხვრელია გამოსახულების აღსაბეჭდად, რათა შემდგომში მოხდეს მისი ზუსტი გადახატვა (თანამედროვე ფოტოკამერის წინამორბედი), აგრეთვე შეისწავლა „ოპტიკური ილუზია“ და ადამიანის ვიზუალური აღქმის მიღმა არსებული პროცესები.


5E9F142C-DFE5-059D-5165A455D29F117A_2

სხვა მუსლიმანი მეცნიერები

აბას იბნ ფორნა (Abbas ibn-Firnas):

დაიბადა შუასაუკუნეების ეპანეთის ალ-ანდალუზის რეგიონში ჩ.წ. 810 წელს. შესაძლებელია მას ეკუთვნის საფრენი აპარატის გამოგონების პირველი მცდელობა (იხ. ნახატზე).

5E9F142C-DFE5-059D-5165A455D29F117A_3

 ალ ჯაჰიზი (Al-Jahiz):

ევოლუციური ბიოლოგიის პირველი დამცველი, აბუ უთმან ამრ იბნ ბაჰრ ალ-ქინანი ალ-ფუქაიმი ალ-ბასრი, ცნობილი იმით, რომ მე-9 საუკუნეში გამოაქვეყნა შვიდტომიანი "ცხოველთა წიგნი", რომელშიც აღწერა კვების ჯაჭვი და გარემოს ურთიერთკავშირები.

ალ ჯაზარი (Al-Jazari):

ერაყელმა გენიოსმა - აბუ ალ-იზ იბნ ისმაილ იბნ ალ-რაზაზ ალ ჯაზარიმ, ან ალ ჯაზარიმ -  დატოვა 1206 წელს 50 მექანიკური მოწყობილობის სქემა, ისეთის, როგორიცაა "საათი-სპილო".

5E9F142C-DFE5-059D-5165A455D29F117A_5

ალ ხვარაზმი (Al-Khwarizmi):

აბუ აბდალა მუჰამად იბნ მუსა ალ ხვარაზმი იყო სპარსელი მათემატიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა "სიბრძნის სასახლეში" ბაღდადში მეცხრე საუკუნეში და რომელსაც მიეწერება ალგებრის შექმნა.


ფატიმა ალ ფიჰრი (Fatima al-Fihri):

მსოფლიოს უძველესი მოქმედი უნივერსიტეტი - სახელწოდებით ალ ქარავიინი, დააარსა 859 წელს მაროკოში ვაჭრის ქალიშვილმა: ფატიმა ალ ფიჰრიმ.


ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN

STARGATE

ASTRONAVIGATOR : LAGvilava Gia M.

საინტერესოა, რა სიჩქარით მოძრაობდნენ აზიელი მკვლებარები ”მფრინავ ხალიჩაზე”...

http://lag-vi-lava.ucoz.org/blog/spisok_avtoritetov/2010-08-30-7