Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ზოგადი უნარების გამოცდისთვის დამხმარე ვიდეო მასალა მომზადდა

ზოგადი უნარების გამოცდისთვის დამხმარე ვიდეო მასალა მომზადდა -
Unarebis%20DiskisPrezentacia-4%20-%207.3.11
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით,  ეროვნული გამოცდებისათვის დამხმარე ვიდეო მასალა შეიქმნა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ზოგადი უნარების ვიდეო მასალის პრეზენტაცია თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გამართეს. უახლოეს მომავალში სამინისტრო დამხმარე ვიდეო ფილმების მომზადებას სხვა საგამოცდო საგნებშიც გეგმავს.

ვიდეოფილმში გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე, აბიტურიენტებს  ზოგადი უნარების ტესტის დანიშნულებასა და მიზნებზე ესაუბრება. ვიზუალური მასალის დახმარებით, სოფო დოლიძე კონკრეტული ტიპის დავალებებს განიხილავს. ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი აუდიტორიას ტესტურ დავალებებზე მუშაობისა და ტესტისთვის მომზადების მთავარ და მნიშვნელოვან პრინციპებს უხსნის. 

პროდუქცია  ეფექტური დამხმარე მასალაა არა მხოლოდ აბიტურიენტებისათვის, არამედ მათი პედაგოგებისათვისაც, რომლებიც სწავლების პროცესის დაგეგმვისა თუ წარმართვისას მიღებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ. ვიდეო მასალა ყველა საჯარო სკოლისთვის დამზადდა  და ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]