Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მცენარეების ფერები სხვა სამყაროში

სხვა სამყაროში მცენარეები შესაძლოა წითელი, ლურჯი, ან თუნდაც შავი იყოს.

დედამიწის გარეთ სიცოცხლის აღმოჩენის პერსპექტივა უკვე მეცნიერული ფანტასტიკის ან UFO-ზე (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) მონადირეთა სფეროში აღარ არის. ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ, ჩვენთან როდის მოვლენ უცხოპლანეტელები, ჩვენ თავად ვეძებთ მათ. შესაძლებელია, ვერც ვიპოვოთ ტექნოლოგიურად კარგად განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ შეგვიძლია, მოვიძიოთ სიცოცხლის ფუნდამენტური პროცესების ნიშნები ("ბიო–ხელწერები") მზის სისტემის გარეთ. ასტრონომებმა უკვე აღმოაჩინეს 200–ზე მეტი სამყარო, რომლებიც სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ -- ე. წ. "ექსტრასოლარული პლანეტები".

თუმცა, ჩვენ ჯერ ვერ შევძელით გაგვერკვია, არსებობს თუ არა ამ პლანეტებზე სიცოცხლე, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ვარსკვლავის სინათლის მიერ პლანეტის ატმოსფეროში გავლის დროს დაკვირვების შედეგად, ასტრონომებმა დაადასტურეს წყლის ორთქლის არსებობა ექსტრასოლარულ პლანეტაზე. მსოფლიოს კოსმოსური სააგენტოები ამჟამად ქმნიან ტელესკოპებს, რომლებიც მოიძიებს სიცოცხლის ნიშნებს დედამიწის ზომის პლანეტებზე.  

ფოტოსინთეზმა, შესაძლებელია გამოავლინოს განსაკუთრებით შესამჩნევი "ბიო-ხელწერა". რამდენად შესაძლებელია, რომ ფოტოსინთეზი არსებობდეს სხვა პლანეტაზე? სრულებით შესაძლებელია. დედამიწაზე ეს პროცესი იმდენად წარმატებულად მიმდინარეობს, რომ იგი თითქმის მთელი სიცოცხლის საფუძველს წარმოადგენს.

 

ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN

ბმულის გამოყენება

ზემოთ მოყვანილი ბმული სტატიის სრულ ტექსტზე, გადის ჟურნალის ვებ-გვერდზე და მაინც არ იძლევა სტატიის სრულ ვერსიას, რადგან გამომცემელმა მხოლოდ სტატიის ნაწილი გამოაქვეყნა ონლაინში.

მაგრამ ჩვენს ბიბლიოთეკას აქვს ხელმოწერა ამ ჟურნალზე და ამიტომ ბიბლიოთეკის დარბაზებში კომპიუტერებიდან (!!) ხელმისაწვდომია სტატიის სრული ვერსიაც და მისი აუდიო-ჩანაწერიც:  http://web.ebscohost.com/ehost/detail?hid=7&sid=842c151b-11fc-4250-abb4-...