ამერიკელ ახალგაზრდებში ისევ მოდაშია ქალწულობა

აშშ-ს 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდების 30 %-ს არასოდეს ჰქონია სექსუალური კავშირი, ირკვევა ამერიკული კვლევის შედეგად.
”ამერიკის მთავრობის მიერ სექსუალობის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად რამდენიმე ახალი აღმოჩენა გამოიკვეთა, რომელთაგან ერთ-ერთი გააოცებს ყველას, ვისაც ეს პოპულარული კულტურა გარყვნილებითა და ეროტიზმით გაჟღენთილი ჰგონია: გამოკითხულ მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის მეოთხედა არასოდეს ჰქონია სექსუალური კავშირი”, ვკითხულობთ Washington Post-ის 4 მარტის ნომერში.
დაავადებათა კონტროლის პრევენციის ცენტრის (Centers for Disease Control and Prevention) მიერ გამოქვეყნებული კვლევა 15-დან 24 წლამდე 5300 ამერიკელ ახალგაზრდასთან გასაუბრების შედეგებს ეყრდნობა, განმარტავს გაზეთი New York Times.
როგორც ირკვევა, ამ ასაკის ახალგაზრდების 28 % -ს არასოდეს ჰქონია არანაირი სექსუალური კავშირი. ციფრი გაზრდილია, ათი წლის წინ ეს 22 %-ს შეადგენდა.
ეს ანკეტა ყველაზე საიმედოდაა მიჩნეული სექსუალობის სფეროში, აგრძელებს New York Times.
Centers for Disease Cotrol and Prevention-ის მეცნიერ ანჯანი ჩანდრასათვის (Anjani Chandra) სექსუალური კავშირებისაგან ასეთი გადახვევა მსუბუქი, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩანდრას არ სურს, იმ მიზეზებით სპეკულირება, რის გამოც ახალგაზრდებს არ აქვთ სექსუალური ურთიერთობები: ძნელია შედარების გაკეთება 2002 წლის ტენდენციებთან, რადგანაც წინა გამოკითხვის მონაცემები არასაკმარის მონაცემებს შეიცავდა სხვადასხვა ტიპის სექსუალური ურთიერთობების შესახებ, განუმარტავს ის New York Times-ს.
და მაინც, ქალწულობასთან დაკავშირებული მონაცემები დაუქორწინებელ ახალგაზრდებში 1988 წელთან მიმართებაში აშკარად შეცვლილია. როგორც ჩანს, ეს ცვლილება ცენტრის სხვა კვლევის პარალელურად ტარდებოდა,საიდანაც გაირკვა, რომ მოზარდებს შორის ორსულობის ფაქტებმაც იკლო.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://fr.news.yahoo.com/79/20110304/tsc-la-virginit-revient-la-mode-chez-les-be0b1cf.html
- Login to post comments