Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ძირითადი ელემენტები მეტეორიტებს უნდა უზრუნველეყო

ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ანტარქტიკაში ნაპოვნი დანახშირებული მეტეორიტი შეიცავდა ამიაკს, ბიოლოგიური მოლეკულების ძირითად წინამორბედს.
მეტეორიტებს უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ეთამაშათ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებაში. სწორედ ეს ირკვევა აშშ-ს არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. დანახშირებული მეტეორიტის ანალიზისას ამერიკელმა მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ის ამიაკისაგან, NH3 ფორმულის ნივთიერებისაგან იყო წარმოქმნილი. ამ ელემენტს კი აუცილებლად შეიცავს კომპლექსური ბიოლოგიური მოლეკულები ამინომჟავებთან და დნმ-თან ერთად.

უკვე ცნობილი იყო, რომ ასეთი ტიპის ასტეროიდი ძალიან მდიდარი იყო ორგანული მასალებით, მაგრამ მათი როლი ისეთი პირველადი ელემენტების გაჩენაში, როგორიც ამიაკია, დღემდე არ იყო დადგენილი. ამ კომპონენტის არსებობის დასადგენად ამერიკელმა მკვლევარებმა მოაგროვეს 1995 წელს ანტარქტიკაში აღმოჩენილი უკვე კარგად გამოკვლეული მეტეორიტის, CR2 Grave Nunataks (GRA) 95229 -ის, ფხვნილი.  შემდეგ ის წნევის ქვეშ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე წყლით დაამუშავეს და ამგვარად ჰიდრატირებული ფხვნილისა და დარჩენილი წყლის ანალიზი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით ამიაკსა და ნახშირწყალბადებს შეიცავდა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://actualite.portail.free.fr/sciences/01-03-2011/les-meteorites-auraient-fourni-les-elements-essentiels-a-l039apparition-de-la-vie-sur-terre/

წყარო: