Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქალთა ფონდი საქართველოში - „ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფონდმა საქართველოში ფონდის მხარდაჭერით განხორცილებული პროექტების პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენი, როგორც საკუთრივ ქალთა ფონდის უნიკალურობა, ფემინისტური ღირებულებებისადმი ერთგულებაა, ქალთა უფლებების დაცვაა ყველგან, სადაც კი ეს უფლებები შელახული, არ აღიარებული თუ იგნორირებულია.

მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი ფონდით დაინტერესდა, დასახმარებლად მოგვმართა, თუ მხარში ამოგვიდგა. ჩვენ არ შევჩერდებით – ფონდი ქალთა გაძლიერებაზე, ყოველი გაცემული გრანტის გავლენის ზრდაზე კიდევ უფრო მეტად იზრუნებს.“ – გვითხრა ქალთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ფანცულაიამ.

ქალთა ფონდი საქართველოში არის ადგილობრივი გრანტისგამცემი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფების საქმიანობასა და ინიციატივებს სოციალური ცვლილებებისათვის საქართველოში.

ქალთა ფონდის მისია არის ქალთა გაძლიერება, საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის.

ქალთა ფონდის ამოცანებია: მოიზიდოს სახსრები ადგილობრივი თუ საერთაშორისო წყაროებიდან საგანგებოდ ქალთა პროგრამებისთვის; გასცეს გრანტები ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის, ასევე ინდივიდუალებისთვის; გამოკვეთოს ქალთა მწვავე საკითხები საჯარო განხილვისათვის; ხელი შეუწყოს ქალთა ორგანიზაციების პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, ქსელურ მუშაობას, გაუწიოს მათ საკონსულტაციო დახმარება; ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებას, დააინტერესოს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი ქალთა პროგრამებით და იზრუნოს ფემინისტური ფილანთროპიის კონცეფციის პოპულარიზაციაზე.

ღონისძიება ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხებისადმი მიძღვნილი პროექტის მიმოხილვით გაიხსნა, რომელიც USID–ის განვითარების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ქალთა ფონდი გრანტებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის, დევნილი ქალების დასახმარებლად, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალების მხარდასაჭერად და ა.შ. გასცემს. 2010 წლიდან დღემდე ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროექტის ფარგლებში მცირე ბიზნესების წამოსაწყებად შიდა ქართლის 16 სოფელში 51 გრანტი გაიცა. „უკვე 52 მცირე მეწარმე ქალმა წამოიწყო საკუთარი ბიზნესი მარტო შიდა ქართლში.“ – ამბობს ფონდის დირექტორი ნანა ფანცულაია. პროექტი 2013 წლამდე გრძელდება. პერსპექტივაში მან მთელი საქართველო უნდა მოიცვას და, შესაბამისად, ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

„ვერე პალასში“ გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იმ ქალებმა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ქალთა ფონდის საგრანტო პროგრამაში მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. განსაკუთრებით საინტერესოა ფონდის სლოვაკი პარტნიორის გამოცდილება, რომელზეც ასოციაციის „ადამიანები საფრთხეში“ განვითარების პროგრამის კოორდინატორმა მარსელა ონდეკოვამ ისაუბრა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს ქალთა მოძრაობებისა და ორგანიზაციების ლიდერები, გამოჩენილი ბიზნესემენები და წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, მეცენატები და მედია.