Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ამერიკის ეროვნული აკადემიის გამომცემლობა – The National Academies Press

078b045d9fd7

The National Academies Press (NAP) http://www.nap.edu/ – ეს არის აშშ-ს ეროვნული აკადემიის უნივერსალური გამომცემლობა. იგი აქვეყნებს ისეთი ცნობილი სამეცნიერო დაწესებულებების ნაშრომებს, როგორებიცაა ეროვნული მეცნიერებათა  აკადემია National Academy of Sciences, ეროვნული საინჟინრო აკადემია National Academy of Engineering, მედიცინის ინსტიტუტი Institute of Medicine და ეროვნული კვლევითი საბჭო National Research Council. NAP-ი მთლიანად ფუნქციონირებს ამერიკის კონგრესის ეგიდით. იგი ყოველწლიურად გამოსცემს 200-ზე მეტ წიგნს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო თემებზე.

საიტზე წიგნები შეგვიძლია მოვიძიოთ თემატურად:
ვებ-საიტის პირველ გვერდზე  მოცემული ლინკით The National Academies მომხმარებელი მიიღებს ეროვნული აკადემიის შესახებ სრულ ინფორმაციას.

The National Academies Press არის უნიკალური საიტი და იგი გვთავაზობს მრავალი საინტერესო წიგნის გადმოწერის საშუალებას ელექტრონულ PDF ფორმატში უფასოდ. შესაძლებელია ამ წიგნების ბეჭდური ვერსიების დაკვეთა-შეძენა პირდაპირ საიტზევე (ყოველი გამოცემის ფასები მითითებულია).

საიტი აგრეთვე საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ Transportation Research Board-ის მიერ გამოცემული წიგნებით


(თუმცა ისინი მცირე რაოდენობითაა და მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს TRB Web site -ით).

უფრო დიდი რაოდენობის წიგნებს გვთავაზობს The National Academies Press-ის ბეჭდური გამომცემლობა – Joseph Henry Press–ი.


იგი შეიქმნა, რათა საზოგადოებას შესთავაზოს განსხვავებული, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და სამედიცინო სფეროში. ესენია: თანამედროვე ფიზიკა, მედიცინა, სამეცნიერო ბიოგრაფიები და ბავშვთა განვითარების ადრეული ეტაპები.


აღსანიშნავია ისიც რომ, საიტი გვთავაზობს საინფორმაციო და გასართობ სერიულ აუდიო მასალას  („პოდკასტებს“) ეროვნული აკადემიის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე (http://media.nap.edu/podcasts/).

5520b4f2d7aaეს არის 10 წუთიანი აუდიო ჩანაწერები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო სფეროში.


ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეუკვეთოს და შეისყიდოს  მისთვის საინტერესო წიგნები ონლაინით, ტელეფონით, ფაქსით და e-mail-ით.  (http://www.nap.edu/order.html)

The National Academies Press არის ინგლისურენოვანი საიტი. იგი საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციების მოსაძიებლად „კოსმიური სივრციდან დაწყებული ცხოველთა კვებით დამთავრებული.“