Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დედამიწის ბიომრავალფეროვნება: რა ვიცით და საით მივდივართ?

ბიომრავალფეროვნების შესწავლა ფუნდამენტალურია იმისათვის, რომ აღვიქვათ სიცოცხლე დედამიწაზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ დედამიწაზე მცხოვრები სახეობებისა და ჯიშების მიერ გამოწვეულ ზოგიერთ პრობლემას. ამას გარდა, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ბიომრავალფეროვნებას, ანთროპოგენულ ცვლილებებთან ერთად, ეკოსისტემის ფუნქციებისა და სერვისების ფართო მრავალფეროვნების გამო. ფაქტობრივად, ბიომრავალფეროვნება დღეს უფრო სწრაფადაც კი ქრება , ვიდრე ეს კრეტაცეოზის პერიოდში, 65 მილიონი წლის წინ მოხდა.

დედამიწის ბიომრავალფეროვნება -- მთელი რიგი მიკროორგანიზმები, მცენარეები და ცხოველები, მათი გენები და ეკოსისტემა (მაგ. ამაზონიის ტყეები და ალპური მდელოები) -- საგანგაშო სისწრაფით მცირდება, უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე ბოლოს, 65 მილიონი წლის წინ, როდესაც მასობრივი გადაშენება მოხდა. ფაქტობრივად, დღეს არსებული ჯიშებისა და სახეობების ორი მესამედი, გამოთვლის მიხედვით, საუკუნის ბოლოს უკვე გადაშენებული იქნება. ადამიანები სიცოცხლის ფართო ქსელის განუყოფელი ნაწილი არიან. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ბიო-მრავალფეროვნებაზე პროდუქციისა და სერვისების გამო; ჩვენ გავლენას ვახდენთ მასზე, მოსახლეობის სწრაფი ზრდა-გაფართოებით, რესურსების მოხმარებით, ასევე დაავადებების გავრცელებით. ჩვენ ვსწავლობთ ბიო-მრავალფეროვნებას, რათა უკეთ გავიგოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ იგი. ...

დოქტ. პიტერ რეივენმა (Dr. Peter Raven), მისურის ბოტანიკური ბაღის საპატიო დირექტორმა, დოქტ. ჯონათან ჩეისმა (Dr. Jonathan Chase), ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან  და დოქტ. კრის ფაირესმა (Dr. J. Chris Pires), კოლუმბიის მისურის უნივერსიტეტიდან ერთობლივად მოამზადეს ჟურნალ American Journal of Botany-ის მარტის სპეციალური გამოცემა, რომელიც ბიომრავალფეროვნებას ეძღვნება....

ვრცლად (ინგლ.): Science Daily - Science News

ჟურნალის ეს ნომერი: http://www.amjbot.org/