Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფაქტები ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული რეაქტორის შესახებ

რადიაციის მომატებული დონე დაადგინეს იაპონიაში ავარიული ბირთვული ელექტროსადგურის რეაქტორთან ახლოს და მის გარშემო, მაგრამ ჩერნობილის შემთხვევა ჯერ ისევ გაცილებით უფრო დიდ კატასტროფად მიიჩნევა.

ამ სტატიაში მოყვანილია ფუკუშიმას ავარიის შედეგად რადიაციისგან გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტი და ციფრი და მათი შედარება მთელი ისტორიის მანძილზე მომხდარ სხვა ბირთვულ ავარიებთან. ამ ციფრთაგან ნაწილი მოცემულია მილიზივერტებში (millisievert) –  (რადიაციის საზომი საერთაშორისო ერთეული - ერთი "sievert" ტოლია 100 ”rem”-ის, რაც რენტგენის და რადიაციის გამა-სხივების დოზის ერთეულს წარმოადგენს; ერთი მილიზივერტი არის 0,1 rem).

რადიაციის დონე ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული რეაქტორის საზღვარზე 16 მარტს აღინიშნა: 1.9 მილიზვერტი (mSv) საათში.

რადიაციის დონემ პიკს მიაღწია ფუკუშიმა დაიჩის რეაქტორში 15 მარტს: 400 mSv საათში;

რადიაქტიური გამოსხივების მაქსიმალური დასაშვები დონე აშშ-ს სამაშველო სამსახურის მუშებისთვის: 50 mSv წელიწადში;

ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი რადიაციული წყაროების წლიური რადიაქტიური გამოსხივების დონე აშშ-ს მცხოვრებლებისთვის: 6.2 mSv წელიწადში;

ტოტალური რადიაქტიური გამოსხივების შეფასება სამი მილის სიდიდის კუნძულზე პენსილვანიაში, 1979 წლის ავარიის დროს: ერთი, ან უფრო ნაკლები mSv.

რაოდენობა ბირთვული საწვავის, რომელიც აფეთქდა ჩერნობილის No. 4 რეაქტორში 1986 წელს: 190 მეტრული ტონა;

ატმოსფეროში გამოჟონილი ბირთვული საწვავისა და უჯრედებად დაყოფილი სუბპროდუქტების რიცხვი: 25 -დან 57 მეტრულ ტონამდე;

ბირთვული საწვავის მიახლოებითი რიცხვი ფუკუშიმა დაიჩის თითოეულ რეაქტორში: 70 -დან 100 მეტრულ ტონამდე.


წყაროები: იაპონიის ატომური სამრეწველო ფორუმი, საერთაშორისო ენერგო-ატომური სააგენტო, აშშ-ს ბირთვული რეგულირების კომისია, რადიაციული თავდაცვისა და შეფასების ეროვნული საბჭო, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო, ბირთვულ-ატომური რადიაციის შედეგების შემსწავლელი გაეროს სამეცნიერო კომისია, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, ბირთვული ენერგიის ინსტიტუტი.

ვრცლად:  SCIENTIFIC AMERICAN