Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დედამიწა და მთვარე, დანახული პლანეტა მერკურის ორბიტიდან

CW0181616382B_RA_3_stretch

ორი ნათელი წერტილი სურათის მარცხენა ქვედა კუთხესთან, არის დედამიწა და მთვარე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიისა და NASA- (ამერიკის კოსმოსური სააგენტოს) კოსმოსური აპარატი მესენჯერი (Messenger) გახდა პირველი ხელოვნური თანამგზავრი პლანეტა მერკურის ორბიტაზე. ეს გუშინ, 2011 წლის 18 მარტს მოხდა.

Messenger იშიფრება როგორც მერკურის ზედაპირისა და გეოლოგიის შემსწავლელი აპარატი და იგი სწორედ ასეთი კვლევების ჩატარებას გეგმავს – მეტი ინფორმაციის მიღებას დედამიწის მსგავსი კლდოვანი სამყაროების ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ მზის სისტემის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მისი გაშვება 2004 წელს მოხდა და თითქმის 8 წელი დასჭირდა მერკურის ორბიტაზე გასასვლელად. ეს, როგორც ჩანს, საკმაოდ რთული ამოცანაა, რასაც მოწმობს იაპონიის წარუმატებელი მცდელობა გაეგზავნა აპარატი Akatsuki ვენერის ორბიტაზე გასულ ზამთარს (ამის შესახებ იხ. ინფორმაცია ჩვენს საიტზე).

დეტალური ინფორმაცია (თითქმის რეალურ დროში) მესენჯერის მისიის, მიმდინარე ექსპერიმენტებისა და მდგომარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალურ ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება საოცარ ფოტოს (ზემოთ), რომელზეც გამოსახულია დედამიწა და მთვარე, იგი მესენჯერმა გადაიღო და გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიას გადასცა 2010 წლის მაისში, როდესაც იგი დედამიწიდან 184 მილიონ კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.
ჩემი აზრით, იგი საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ ამ ორი უახლოესი ციური სხეულის განლაგებასა და ზომებს გვანახებს, არამედ იმითაც, რომ საშუალებას გვაძლევს გარედან შევხედოთ ჩვენს საცხოვრებელ სამყაროს და გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მცირე და უნიკალურია იგი კოსმოსურ სივრცეში.