Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

წარუმატებელი ქვეყნები, სადაც ცხოვრება იაფია, ხოლო ლაპარაკი - ამაო

20110319_irc366

"წარუმატებელი" (Failed) – მოდური ჟარგონია, თუ მნიშვნელოვანი კატეგორია? ტერმინი „წარუმატებელი“ მრავალ ასპექტს გულისხმობს.

დიპლომატიის ანალებში გასაოცარი ჩანაწერი გაკეთდა თებერვალში: გვინეის (დასავლეთ აფრიკის) სახელმწიფომ მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს, რომელიც განიხილავს "წარუმატებელი", „ჩამორჩენილი“ ან ნაკლებგანვითარებადი სახელმწიფოების საქმეებს განცხადებით, რომ ამ ქვეყანაში კოლაფსის საფრთხე არსებობს,

მისი მეზობელი ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, გვინეის ისტორია მოიცავს ძალისმიერი, ცუდი მმართველობის, სიღარიბისა და ბუნებრივი რესურსების განადგურების შემთხვევებს. მისმა ახალმა მთავრობამ ითხოვა დახმარება გაეროს სამშვიდობო კომისიისგან, რომელმაც შესაბამისად დაიწყო ღონისძიება სახელწოდებით: „country-specific configuration”, კონაკრის მთავრობის დასახმარებლად. გაერო უკვე ჩართულია ხუთიოდე სხვა ქვეყნის დახმარების საქმიანობაშიც, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, რომ სახელმწიფო თვითონ აღიარებს საქვეყნოდ თავის "წარუმატებლობას".

ასეთი გულახდილი აღიარების შემთხვევა იშვიათია, თუმცა სახელმწიფოები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ ტერიტორიებს, ვერ იცავენ მოსახლეობას, ვერ შედიან სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებაში, ან არ აღასრულებენ მართლმსაჯულებას, ჩვეულებრივი და ამავე დროს უარყოფითი სვლით მიმავალი მოვლენაა.


ამ პრობლემამ უამრავი ექსპერტის ყურადღება მიიპყრო. ჯერ ისევ ახალი გამოგონილი იყო ტერმინი: „სახელმწიფოს წარუმატებლობა“, რომ მეცნიერებმა მისი აქტიური გამოყენება დაიწყეს. „წარუმატებლობა“ შეიძლება არასწორედ გულისხმობდეს, რომ მთავრობა ცდილობს ფუნქციონირებას, და არა მართვას. რეალურად, დისფუნქციური სახელმწიფო მმართველობა მიესადაგება - „ძლევამოსილს“. როგორც კენ მენხაუსმა, ჩრდილოეთ კაროლინის, დევიდსონის კოლეჯიდან,  დაწერა: „სულ მცირე რამ, რაც კლეპტოკრატს სჭირდება, არის კარგი მოსამართლეები, ან ძლიერი სამინისტროები, რომელიც დასაყრდენი ძალა იქნება მეამბოხე მძარცველი ბარონების წინააღმდეგ. „იმ სახელმწიფოებში, სადაც მთავრობები აქტიურად არიან კრიმინალურ საქმიანობებში ჩართულნი, სახელმწიფო წარუმატებლობა ჩვეულებრივი, მუდმივი მოვლენა იქნება, რაც ხელს შეუწყობს კრიმინალურ ორგანოებს სამოქმედოდ.


მექსიკის შემთხვევაში, ძნელია უარყოფა იმისა, რომ მმართველობა მართლაც წარუმატებელია რამდენიმე დონეზე: ზოგიერთი მუნიციპალური პოლიცია და სათათბირო საბჭო, აგრეთვე, ხელისუფლება, რომელიც გარკვეულ სახელმწიფოებში დაკომპლექტებულია ნარკო–მაფიის წარმომადგენლებით, უსარგებლო და უძლურია ნარკო–ვაჭრობის წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმით ბრძოლაში.  თუმცა, მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია უზარმაზარი ძალების მობილიზება ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ.  ეს კი სრულიად განსხვავდება კონგოს და სომალის სიტუაციისგან.

ვრცლად (ინგლ.): The Economist

წარუმატებელი თუ არშემდგარი?

სტატიის წაკითხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამიჩნდა შეკითხვა: რა არის ეს "ქვეყნების ინდექსი" და ადგილი აქვს საქართველოს ამ ინდექსში.
ამ სოციოლოგიურ მაჩვენებელს ითვლის და აქვეყნებს ჟურნალი Foreign Policy და ფონდი Fund for Peace.
ინდექსი რეგულარულად ქვეყნდება საიტზე: http://www.foreignpolicy.com/articles/2010/06/21/2010_failed_states_inde...

აქ ძიებაც შეიძლება, რუკაც მოცემულია...

ინდექსის გამოთვლა ყოველი ქვეყნისათვის ხდება 11 კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის: დემოგრაფიული პრობლემები, ლტოლვილები და გადაადგილებულები, მოქალაქეთა "გადენა", არათანაბარი ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოს ლეგიტიმურობა და კორუფცია, მმართველი ელიტის ჩამოყალიბება და სხვა.
რაც მეტია ინდექსი, მით მეტია ქვეყნის არასტაბილურების და სახელმწიფოს საფრთხე

საქართველო ამ ინდექსის მიხედვით შედის "საფრთხის ქვეშ მყოფი" ქვეყნების კატეგორიაში. 2011 წლის ინდექსი საქართველოსათვის 90.4-ია და იგი სიაში 37-ე ადგილზეა (2010 წ. შედეგებით). ამ კატეგორიაში ჩვენს "მეზობლადაა" ისეთი ქვეყნები, როგორიცაა:ბურკინა-ფასო (90.7), უზბეკეთი (90.5), ტაჯიკეთი (89.2), მავრიტანია (89.1).

შესაძლებელია შედარდეს საქართველოს ინდექსის ცვლილება ბოლო წლებში: 2007 (58-პოზიცია, 82.3 ქულა), 2008 (57, 83.8), 2009 (33, 91.8), 2010 (37, 90.4).
ცხადია 2009 საქართველოს ინდექსის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ოკუპაციით (შესაბამისი მაჩვენებელი 9.5-ა, 10-დან). მაგრამ საყურადღებოა ისეთი მაჩვენებლების სიდიდეც, როგორიცაა (2010 წ): მმართველი ელიტა (9.1), სახელმწიფოს ლეგიტიმურობა და კორუფცია (9), რაც საბოლოო ჯამში იძლევა 37-ე ადგილს.
ჩვენი მეზობელი ქვეყნების პოზიციებია (2010 წ. მიხედვით): სომხეთი (101,74.1), აზერბაიჯანი (55, 84.4), რუსეთი (80,79), თურქეთი (89,77.1), უკრაინა (109,69.5). ანუ ისინი უფრო "სტაბილურ" თუ "უსაფრთხო" კატეგორიაში არიან.
ამ ინდექსის მიხედვით, ყველაზე სტაბილური ქვეყნებია (ანუ სიის ქვედა საზღვარზეა): შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია.

სრული ინდექსი: http://foreignpolicy.com/files/fp_uploaded_documents/100629_FSI%20Scores...

იხილეთ აგრეთვე: http://en.wikipedia.org/wiki/Failed_state