Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფერეიდანი (http://www.fereidani.ge/)

bd6a39214e5e

საიტი http://www.fereidani.ge/ გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას ფერეიდანზე და იქ მცხოვრებ ქართველებზე, რომლებიც 400 წლის წინათ გადაასახლეს ირანში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოთხი საუკუნე აშორებთ საქართველოს, დღემდე შეძლეს ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნება.

ეს ცხადია ყველამ თუ არა – ბევრმა ვიცით, მაგრამ საიტის უნიკალურობა ემოციურ მხარეშია: აქ წაიკითხავთ ფერეიდნელი ბიჭის წერილს, ნახავთ ისპაჰანში ქართველის მიერ აგებულ 33 თაღიან ხიდს და კიდევ მრავალ საინტერესო ფოტოსა თუ წერილს.
 
საიტი შექმნა გიორგი ალავერდაშვილმა  შვილთან ერთად. იგი იმდენად დაინტერესდა იქ მცხოვრები ქართველების ბედით რომ თავად იმოგზაურა ფერეიდანში, შეისწავლა მათი ყოფა და ფერეიდანი საქართველოს ერთ-ერთ კუთხედ წარმოგვიდგინა.
საიტმა უკვე დიდ ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის. მას ეხმაურებიან, როგორც სპარსეთსა ან თურქეთიდან, ასევე ამერიკიდან თუ ევროპიდანაც. შეიძლება ითქვას ეს „სახალხო დიპლომატიის“ საინტერესო მაგალითია.

საიტზე მასალა რეგულარულად მატულობს. ამჟამად იგი შედგება 184 ბმულისაგან, რომლებიც დათვალიერების გასამარტივებლად დაყოფილია 50-50 ბმულიან ჯგუფებად.


როგორც ავღნიშნეთ, საიტმა ფართო დაინტერესება გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ მასალა მოცემულია ქართულ, ინგლისურ, სპარსულ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ (და სხვ.) სულ 12 ენაზე.
თითოეული ბმული მდიდარია ფოტო-მასალით და უფრო ახლოდან გვაცნობს ფერეიდნელ ქართველებს.
საინტერესოა საიტის პირველ გვერდზე გამოტანილი სურათი. ეს არის იქ მცხოვრები ქართველის ალავერდი-ხანის მიერ აშენებული ხიდი, რომელიც აგებულია ქართული თხელი აგურით. იგი დაახლოებით 100 მეტრი სიგრძისაა, მის ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები. ხიდს 33 თაღი აქვს, რაც ქართული ანბანის 33 ასოს შეესაბამება.
საიტზე ვრცლადაა საუბარი ქართველებისა და ირანელების ახლო ურთიერთობაზე. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია გიორგი ლობჟანიძის ღვაწლიც, რომელმაც ქართულად თარგმნა ყურანი.
საიტზე წარმოდგენილი ლინკი http://www.youtube.com/watch?v=WM4L27oETVU საშუალებას გვაძლევს უფრო ახლოდან გავეცნოთ ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას.
ამ მცირე მიმოხილვიდანაც ჩანს რომ საიტზე მასალა ძალიან მრავალფეროვანია და მიუხედავად იმისა რომ საიტი შედგენილია ორი ადამიანის მიერ არ იგრძნობა რაიმე დოკუმენტობრივი სიმცირე და  უზუსტობანი.
საიტს დართული აქვს საქართველოს საინფორმაციო ვებ-ბლოგები.
მითითებულია საბანკო ანგარიშის ნომერი და მსურველებს საშუალება ეძლევათ თავიანთი წვლილი შეიტანონ საიტის განვითარების საქმეში.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ახლო მომავალში გეგმავს შეხვედრას საიტის შემდგენლებთან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თვალ-ყური ადევნოთ ჩვენს საიტზე (www.sciencelib.ge) მოცემულ ღონისძიებების ანონს.



 

შეხვედრა

შეხვედრა საიტის ავტორთან, გიორგი ალავერდაშვილთან, დაიგეგმა 15 აპრილისათვის.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.