Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

“ფრანგულ ენას ყოველგვარი რესურსი გააჩნია თავიდან დამკვიდრებისათვის“

1108783_3_e154_une-conference-de-presse-lors-du-12e-sommet-de

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით ქსავიერ ნორთმა ( Xavier North) ფრანგული ენისა და საფრანგეთის ენების პროფესორმა  და გენერალურმა დელეგატმა, ფრანგული ენის მსოფლიო მასშტაბით პროგრსი აღნიშნა. და იმ აზრსაც უარყოფს, რომ  ძალიან მკაცრი მოლიერის ენა საფრთხეშია ინგლისური ენის წინაშე.

როგორ პოზიციაშია ფრანგული ენა, სხვა საერთაშორისო ენებთან მიმართებაში?

ფრანგულს ინგლისურთან, ესპანურთან და პორტუგალიურთან ერთად აქვს პრივილეგია, იყოს საერთაშორისო გავრცელების ერთ–ერთი უდიდესი ენა. მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობის გათვალისწინებით [2010 წლის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით დაახლოებით 220 მილიონი], ის, უხეში კლასიფიკაციით, თორმეტი ენის დაჯგუფებაში ფიგურირებს. და ეს არ არის არაფრად ჩასაგდები ფაქტი, მითუმეტეს, რომ საფრანგეთი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ს წარმოადგენს, ხოლო პლანეტაზე კი 6000-6500 ენა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა ენამ თავისი სტატუსის ძალიან მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. დიდი ხნის განმავლობაში, ორი თუ სამი საუკუნე, მას უნივერსალურობის პრეტენზიაც კი ჰქონდა. დღეს ის გლობალური გავლენის ენაა, მაგრამ ეს არ არის ერთიდაიგივე. ცხადია, სტატუსის ასეთი ცვლილება ხშირად უკან დახევითაა გამოწვეული. მაგრამ ეს სურათი ყალბია, რადგანაც ფრანგული ენა, ცოდნის საერთო დონისა და დემოგრაფიული ექსპანსიის თვალსაზრისით არის ენა, რომელიც აბსოლუტურ პროგრესს აგრძელებს. ეს განსაკუთრებით აფრიკას ეხება [პროგნოზების მიხედვით 2050 წელს მსოფლიოში იქნება 700–750 მილიონი ფრანკოფონი, აქდან 500 მილიონი აფრიკაზე მოვა].

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/international/article/2011/03/17/le-francais-a-toutes-les-ressources-necessaires-pour-se-reinventer_1491440_3210.html