Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების

 


13:46 26.03.2011
[გიორგი მახობეშვილი]


1939 წლის 26 მარტს თბილისში, პეტრე დოჩანაშვილისა და გულნარა ემხვარის ოჯახში, დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი. 1946 წლიდან სწავლობდა ვაჟთა პირველ სკოლაში. 1956 წელს ის და მისი თანაკლასელი მეგობრები (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე, დაპყრობილი სამშობლოს სიყვარულისთვის (ანტისაბჭოური პროპაგანდისთვის) დააპატიმრეს. ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი) ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში.

1961 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობები. 1962-1975 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1975-1985 წლებში გახლდათ ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგე. მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი. არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი… ესეც საკმარისია – უკეთესი ხდები“. – წერს გურამ დოჩანაშვილი („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“). მოდი, ჩვენც ოდნავ უკეთესები გავხდეთ...

ვრცლად: http://www.presa.ge/new/index.php?m=society&AID=3953