Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პრეისტორია დახუჭული თვალებით : ყველაზე ორიგინალური გამოფენა

489429984-la-prehistoire-les-yeux-fermes-une-expo-des-plus-originales
საფრანგეთი – Eyzies-de-Tayac (Dordogne)-ის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა „დახუჭე თვალები პრეისტორიის დასანახად“ დამთვალიერებლებს სთავაზობს, გამოიყენონ სმენა, შეხება და წარმოსახვა... ვიზუალურის იგნორირების ხარჯზე. ეს ორიგინალური მეთოდია ჩვენი წინაპრების წარსულის გასარკვევად და ყველა დამთვალიერებლისათვისაა განკუთვნილი.
2011 წლის 6 თებერვლიდან 26 ივნისამდე Eyzies-de-Tayac (Dordogne)-ის პრეისტორიის მიღების ცენტრი აწყობს გამოფენას „დახუჭე თვალები პრეისტორიის დასანახად“. !--break-->მუზეუმიდან მუზეუმში გარდამავალი ეს ექსპოზიცია თავდაპირველად 2005 წელს ბელგიაში რამიულის (Ramioul) პრეისტორიული მუზეუმის მიერ იქნა შემუშავებული ბრმებისა და მხედველობა დაქვეითებულების ასოციაციასთან, 'La Lumière'-თან (სინათლე), თანამშრომლობით.
პრინციპი ასეთია: მინი აუდიოგიდით და, საჭიროების შემთხვევაში, ახვეული თვალებით, ბრმა და მხედველობა დაქვეითებული დამთვალიერებლები შეხებით,ხმით და სუნით აღიქვამენ 9000-დან 5300 წლამდე დათარიღებული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული საგნების რეპროდუქციებს. ამგვარად, ყველანი მოწვეულნი არიან, რათა წარმოიდგინონ პრეისტორიული ადამიანების ყოველდღიურობა წელიწადის ოთხი დროის განმავლობაში. მხედველი პუბლიკისათვის კი ეს არის საშუალება, ცოტათი მაინც გაითავისონ ვიზუალური დეფიციტის მქონე ადამიანების სირთულეები.

 „უბრალოდ არაორდინალური (...). თქვენ ეხებით, ხვდებით, გრძნობთ,სუნავთ, გესმით... ეს მართლაც რომ სხვა სიახლოვე და სხვა შეგრძნებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თავი დააყენოთ პრეისტორიული ადამიანის ადგილას. ყველასათვის, ყველა ასაკისათვის დასათვალიერებელია.“, აკეთებს კომენტარს საიტი Hominidés.com, რომელიც პალეოანთროპოლოგიასა და პრეისტორიაზეა სპეციალიზირებული.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110323/tsc-la-prhistoire-les-yeux-ferms-une-exp-04aaa9b.html