Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლომების გუნდური ინსტიქტი: გეოგრაფიულ რუქებზე დამალული მათი საიდუმლო

3950474886-l-instinct-gregaire-des-lions-son-secret-devoile-sur-les
ბრიტანული ტელევიზიის არხზე, BBC 2-ზე, წარმოადგინეს ტანზანიაში ლომების სხვადასხვა ჯგუფზე ჩატარებული 30 წლიანი კვლევის შედეგი. ამას თან ახლდა სოციალური მდგომარეობის ერთადერთი კატისებრის გუნდური ჩვევების სავარაუდო განმარტებები.
1978 წლიდან პროფესორმა კრეგ პაკერმა (Craig Packer) და Serengeti Lion Project-ის მისმა გუნდმა ლომების 28 გუნდი გამოიკვლია - ანუ 5000 ინდივიდი, სხვადასხვა თაობა - ტანზანიის ვრცელ ტერიტორიაზე. ისინი პირველები იყვნენ, ვინც დნმ-ის ანალიზი გამოიყენა ინდივიდთა შორის კავშირის დასადგენად, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ ცხოველებში, კატისებრთა 36 სახეობის ერთადერთ წარმომადგენლებში, რომლებიც გუნდურად ცხოვრობენ.
გუნდურობის ასახსნელად ჯგუფმა, რომელიც კომპიუტერულ მოდელიზაციას იყენებდა, განსაზღვრა ყველაზე წარმატებული გუნდის გეოგრაფიული პოზიცია - მათი, ვისაც მაღალი რეპროდუქციულობა ახასიათებდათ - და მათი, ვინც მეტად იღბლიანი იყო - მატად ეფემერული და ნაკლები ინდივიდებით - რეგიონის ფიზიკურ რუქაზე.

შედეგი: სხვებისაგან განსხვავებით ისინი ცხოვრობენ ტერიტორიაზე, სადაც ხდება მდინარეების შეერთება, რაც მთელი წლის განმავლობაში სასმელი წყლის, ჩრდილისა და ნადირობის დროს ჩასასაფრებელი ადგილების არსებობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე რეპროდუქციული წარმატება - ინდივიდუალურიც და გლობალურიც - უფრო შესაძლებელია. მაგრამ ეს ვრცელი და ძვირფასი ტერიტორია დაცული უნდა იყოს კონკურენტებისაგან: უცხო ლომებისაგან. კოლექტიურად დაცული. მკვლევარების აზრით, ეს არის ლომების ასეთი სოციალურობის საიდუმლო, რაც ევოლუციის შედეგად ჩამოუყალიბდათ უფრო მეტად, ვიდრე კოლექტიური ნადირობის, ან პატარებზე ზრუნვის საჭიროება.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110323/tsc-linstinct-grgaire-des-lions-son-secr-04aaa9b.html