Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გადასახადი ნახშირბადზე: გაერთიანებული სამეფო CO2-ზე ფასს აწესებს

1886375242-taxe-carbone-le-royaume-uni-fixe-le-prix-du-co2.jpg?x=205&y=232&q=75&sig=6SzK2WWOGcfq4_z0WR
თუ საფრანგეთში ნახშირბადზე არასდროს დაწესებულა გადასახადი, გაერთიანებული სამეფო მალე შეიტანს ასეთ წვლილს. მთავრობამ ახლახანს დაადგინა ერთი ტონა CO2-ის ფასი, რომელიც ძალაში შევა 2013 წლიდან, რათა პროგრესი განიცადოს 2020 წლამდე.
ეს ზომები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია "მწვანე დაბეგვრაში", რომლის გატარებასაც ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს. გადასახადმა დღეიდან ხუთი წლის შემდეგ შეიძლება 3,2 მილიარდი ფუნტი შემოსავალი მოიტანოს, რაც 3,6 მილიარდი ევროს ექვივალენტია, აცხადებენ ხელისუფლებაში. ამ თანხამ უნდა უზრუნველყოს ბანკში მწვანე ინვესტიცია, რომელიც განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობას ეძღვნება და ამგვარად საშუალება მისცეს ქვეყნებს, შეამცირონ სათბურის ეფექტის აირების გამოშვება.
ხუთშაბათს ფინანსთა მინისტრმა, ჟორჟ ოსბორნმა (George Osborne) წარმოადგინა გეგმა, რომელმაც უნდა დაადგინოს მინიმალური ზღვარი ნახშირბადის ფასზე, იტყობინება GoodPlanet-ის ფონდის საიტი. 2013 წლიდან ეს ფიქსირებული ფასი იქნება 16 ფუნტი ტონა CO2-ზე. შემდეგში გადასახადი პროგრესულად გაიზრდება 2020 წლამდე და 30 ფუნტს მიაღწევს. საშუალოდ, გადამხდელები ნახავენ, რომ მათი ენერგეტიკული ინვოისი 10 %-ით გაიზრდება.
თუ ამ ტაქსის მოგება განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს, ის ბირთვული ენერგიის სფეროშიც უნდა ჩაიდოს. მაგრამ იმ დროს, როცა იაპონია ცდილობს, კონტროლი აღადგინოს ფუკუშიმას ცენტრალზე, მინისტრს არ წამოუჭრია ეს საკითხი.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110325/tsc-taxe-carbone-le-royaume-uni-fixe-le-04aaa9b.html