Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

CO2–ს წნევა იფანტება მიქისქვეშა რეზერვუარებში

ccs-carbon-capture-storage-power-station-lg

კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ნახშირბადის მოპოვება და შენახვა  (CCS) კვლავ წარმოადგენს პრაქტიკულ საშუალებას ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად, რადგან ნახშირბადის დიოქსიდის შესანახად მიწისქვეშ არსებობს უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე შემოთავაზებული იყო კვლევით ნაშრომში „Ehlig-Economides and Economides“.

პოლემიკა ნახშირბადის მოპოვებისა და შენახვის საკითხებთან დაკავშირებით მწვავდება, რადგან ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების კათედრის მეცნიერ-თანამშრომლებმა გამოიკვლიეს ნახშირორჟანგის შენახვის პირობები მიწისქვეშ და კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს ახალ ჟურნალში: „Greenhouse Gases: Science and Technology“.

ამ კვლევიში გაკრიტიკებულია რამდენიმე ადრინდელი დასკვნა (იხ. ქვემოთ Ehlig-Economides and Economides). ეს დასკვნები გამოვლენილი იყო ადრინდელი კვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც ნახშირორჟანგის შენახვა მიწისქვეშ შეუძლებელია. ამ ადრინდელ კვლევებში, ბერკლის ლაბორატორიის მკვლევარების დასკვნით,  განხილულია ზედაპირისქვეშა დახურული სისტემების სტრუქტურები, რომლებსაც გააჩნია შეზღუდული მექანიზმები წნევის შესამცირებლად.

ნახშირბადის მოპოვება და შენახვა (Carbon capture and storage (CCS)) საკამათო საკითხია საზოგადოების თვალში. ზედაპირის ქვეშ წნევის წარმოქმნა, რაც გამოწვეულია სამრეწველო პროექტებიდან ნახშირორჟანგის შეყვანით, წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას ნახშირორჟანგის მიწისქვეშ უსაფრთხოდ შენახვის საქმეში.

ვრცლად (ინგლ.): SPACE DAILY

[1] Ehlig-Economides C and Economides MJ. Sequestering carbon dioxide in a closed underground volume. J Petrol Sci Eng 70, 123-130 (2010)