Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სამეცნიერო და ჰუმანიტარულ დარგებზე ღია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება შეერთებულ შტატებში

ჩაინიშნეთ თარიღი: კონფერენცია "ბერლინი - 9"  გაიმართება ვოშინგტონში,  2010 წლის 9-10 ნოემბერს.
(Washington, DC, Woods Hole, MA, & Munich, Germany) ბერლინის, სამეცნიერო-კვლევითი და ჰუმანიტარული მეცნიერებების  ღია ხელმისაწვდომობის კონფერენციების რიგით მე–9 შეხვედრა გაიმართება ჰოვარდ ჰიუგსის სამედიცინო ინსტიტუტში 2011 წლის 9–10 ნოემბერს. კონფერენციაზე ერთმანეთს შეხვდებიან ლიდერები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარული, კვლევითი, ფინანსური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროდან. კონფერენციაზე, სახელწოდებით - „ბერლინი 9 ღია ხელმისაწვდომობის კონფერენცია: ღია ხელმისაწვდომობის გავლენა სამეცნიერო კვლევებზე“, ყურადღება გამახვილდება იმ როლზე, რომელსაც „ონლაინ“ ხელმისაწვდომობა შეასრულებს კვლევითი პროგრამების ფარგლებში წარმოებული სამუშაოებისა და კომუნიკაციების ხელშესაწყობად. აგრეთვე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც იგი სთავაზობს ინფორმაციის შემქმნელებს, სპონსორებს და მომხმარებლებს.


საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევითი და კულტურის ინსტიტუტების მიერ 2003 წელს მიღებული ბერლინის დეკლარაცია საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებში ღია ხელმისაწვდომობაზე, ეხება ინტერნეტს, როგორც საშუალებას გლობალური ცოდნის შეუზღუდავი გავრცელებისათვის. დეკლარაციას ხელი მოაწერეს მთელი მსოფლიოს 300–მდე კვლევითი ინსტიტუტის, ბიბლიოთეკის, არქივის, მუზეუმის, სპონსორი სააგენტოსა და მთავრობის ლიდერებმა.

ვრცლად (ინგლ.): eurekalert.org

www.berlin9.org.