Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გაფართოებადი სამყარო

James Webb Space Telescope

სურათი: NASA (გადიდება)

წარსულის დაკვირვება: ჯეიმს ვების ტელესკოპი 2014 წლიდან, ანუ მისი კოსმოსში გაშვებიდან, დააკვირდება ინფრაწითელ სამყაროს. სხვა დავალებებთან ერთად, ტელესკოპი დააკვირდება სინათლეს, წარმოქმნილს კოსმოსის ისტორიის ადრეული პერიოდიდან და გამოცდის სამყაროს ექსპონენციალური გაფართოების (მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე) - ინფლაციის კონცეფციას, რაც პირველად 1981 წელს იყო გამოთქმული.

30 წლის წინ, ჟურნალ: „Physical Review D" -ში იყო გადმოცემული ახალი მეცნიერული შეხედულება სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით. სტატიაში ნაჩვენები იყო, რომ ახალი იდეა ნაწილაკების ფიზიკიდან, გულისხმობდა იმას, რომ სამყაროს, შესაძლებელია გაევლო ძალიან სწრაფი გაფართოების ფაზა თავისი არსებობის პირველივე წამის პირველ ნაწილში. სწორედ ამ გაფართოების ეპიზოდით, რომელმაც გამოიწვია "მოსწორება", შეიძლება აიხსნას, თანამედროვე სამყაროს სიმკვრივე და ერთგვაროვნება. გაფართოება კოსმოლოგიური თეორიების არა მარტო მთავარი პრინციპი გახდა, არამედ იგი აგრეთვე ნიშნავდა იმას, რომ ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ კოსმოლოგ-თეორეტიკოსს უნდა ესწავლა ნაწილაკების ფიზიკა.

1970-იან წლებში, ნაწილაკების ფიზიკის თეორეტიკოსებმა დაიწყეს "დიდი გაერთიანების თეორიების" (GUTs) შექმნა, რაც გულისხმობდა იმას, რომ დაახლოებით 1015 მილიარდი ელექტრონ-ვოლტის (GeV) ზემოთ ტემპერატურასა, თუ ენერგიაზე ელექტრომაგნიტური ძალები და ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები იდენტურია. დიდი აფეთქების სტანდარტულ მოდელში, კოსმოსი თავიდანვე საკმარისად ცხელი იყო იმისათვის, რომ მიეღო ასეთი "დიდი გაერთიანებული" მდგომარეობა. შემდეგ, კოსმიური პერიოდის 10-35 წამში წლიერი ბირთვული ძალა გამოეყო ჯერ კიდევ გაერთიანებულ სუსტ-ელექტრომაგნიტურ ძალებს. ამ ტრანსფორმაციის ერთი არასასურველი შედეგი, როგორც თეორიტიკოსებმა ივარაუდეს, იყო ის, რომ შეიქმნებოდა დიდი იზოლირებული ჩრდილო და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები, თუ ე.წ. „მონოპოლები“ -- ეს მოვლენა კი კოსმოსურ კვლევებსა და დაკვირვებებს არ შეესაბამება.
...

ავტორი: David Lindley

ვრცლად ( ინგლ. ): Focus

წყაროები:

Inflationary Universe: A Possible Solution to the Horizon and Flatness Problems
Alan H. Guth
Phys. Rev. D 23, 347
(issue of 15 January 1981)

A. H. Guth and S.-H. H. Tye, "Phase Transitions and Magnetic Monopole Production in the Very Early Universe," Phys. Rev. Lett. 44, 631 (1980).
Andreas Albrecht and Paul J. Steinhardt, "Cosmology for Grand Unified Theories with Radiatively Induced Symmetry Breaking," Phys. Rev. Lett. 48, 1220 (1982); A. D. Linde, "A New Inflationary Universe Scenario: A Possible Solution of the Horizon, Flatness, Homogeneity, Isotropy, and Primordial Monopole Problems," Phys. Lett. B 108 389 (1982).