Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ენციკლოპედია ირანიკა Encyclopædia Iranica

04f444f72015

(http://www.iranica.com)

Encyclopedia Iranica ეძღვნება ირანის ცივილიზაციის შესწავლას შუა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ინდოეთის სუბკონტინენტებზე. ეს აკადემიური ცნობარი მთლიანად მოიცავს ირანის ისტორიასა და კულტურას; ენასა და ლიტერატურას; არქეოლოგიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს.
ენციკლოპედია საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტია. იგი დაფუძნდა კოლუმბიიის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში. ერთი შეხედვით მას მიღებული აქვს ვიკიპედიის ფორმატი და ქმნის ავტორიტარულ ინგლისურენოვან საიტს, რომელიც მთლიანად მიმართულია ირანიკის შესწავლის პერსპექტივაზე. პროექტის მიზანია მოიცვას ყველა ის გეოგრაფიული ადგილი, სადაც ირანული ენა დომინირებს და ამდენად ეხება ავღანეთის, ტაჯიკეთის, ანატოლიის, ქურთისტანის, ასევე მესოპოტამიის, შუა აზიის, ჩინეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების როლს ირანის კულტურაში.

1970-იანი წლებიდან ენციკლოპედიამ მიიღო დიდი ფულადი დაფინანსება ეროვნული ჰუმანიტარული შემოწირულობის ფონდიდან. პირველი ბეჭდური გამოცემა 1982 წელს გამოჩნდა, და მისი ინტერნეტ ვერსიია უკვე 1996 წელს დაარსდა, ძირითადად კი განვითარდა 2009-2010 წწ.
Encyclopedia Iranica-მ გააფართოვა მისი ხელმისაწვდომობა და შეიმუშავა მეტი ციფრული რესურსები და პროექტები. ამით მან მიიღო განსაკუთრებული ორიგინალური ვიზუალური ფორმა, რაც მთლიანად გათვლილია ახალ ექსპანსიურ ხედვაზე, ესენია:
• ავღანეთის ციფრული ბიბლიოთეკა -Afghanistan Digital Library
• ქალთა მსოფლიო მოძრაობა ირანში – Women's Worlds in Qajar Iran
• შაჰნამას პროექტი Shahnama Project
• OCIMCO OCIMCO (ოქსფორდი და კემბრიჯი ისლამური ხელნაწერთა ონლაინ კატალოგი)
• ბიბლიოგრაფია ირანიკა Bibliographia Iranica
• • მიჩიგანის ისლამური ხელნაწერები Islamic Manuscripts at Michigan
• • არაბულ ხელნაწერთა კატალოგების თანამშრომლობის ფონდი Wellcome Arabic Manuscript Cataloguing Partnership
• • იელის-SOAS ისლამურ ხელნაწერთა გალერეა Yale-SOAS Islamic Manuscript Gallery
• თარგმნილი სპარსული ლიტერატურა Persian Literature in Translation
• ციფრული Nineveh არქივი Digital Nineveh Archives
• Grierson's ინდოეთის ლინგვისტური კვლევა Grierson's Linguistic Survey of India
• ირანის არქიტექტურის ისტორიის ირანული ენციკლოპედია Iranshahr Encyclopaedia of Iranian Architectural History
ეს იყო ე.წ. საპილოტე პროექტი და სტატიებმა ძირითადად მოიცვა მინიატურული ფერწერის, ხელნაწერების, არქიტექტურისა და ურბანული კულტურის განვითარების გაციფრული მაგალითები.
საიტი დღესაც გარკვეული შემოწირულობებით არსებობს და ყველა მსურველს საშუალება ეძლევა ჩაერთოს ამ კულტურის განვითარების საქველმოქმედო ფონდში. Support Iranica

Iranica არის მუდმივად განახლებადი ღია ონლაინ საიტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შექმნას და განათავსოს ახალი სტატია. აქვეა ის კომპეტენტური სარედაქციო კოლეგია, რომელიც მონაწილეობას იღებს სტატიების შერჩევისა და მათი განთავსების საქმიანობაში.
ამჯერად გამოსულია 14 ტომი რომლებიც თემატურად წლების მიხედვით დალაგებულ სქემას ქმნის. იგი წარმოდგენილია ირანიკის ციტირების სტილში (Citing Iranica).

საიტი გათვლილია ირანის კულტურით დაინტერესებულ მეცნიერთა ფართო წრისათვის და აგრეთვე იმ დამწყები სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ აითვისონ მთლიანი მულტიდისციპლინარული კურსი და ამ უდიდესი ცივილიზაციის გავლენის კვალი საზოგადოებაზე.