Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფილმის ჩვენება : „შიბამი – ჩიკაგო უდაბნოში“

შაბათს, 29 მაისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ფილმის ჩვენება.

ფილმი "შიბამი – ჩიკაგო უდაბნოში" (Shibam - Chicago of the desert) წარმოადგენს გერმანული სტუდიის "Filmquadrat"-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ტრილოგიის – "თიხის ქალაქები"-ს (Adobe Towns) ნაწილს, 2004 წ.

stefanჩვენებას ესწრებოდა ფილმის რეჟისორი, შტეფან ტოლცი (Stefan Tolz), რომელმაც გვიამბო ფილმის გადაღების შესახებ და უპასუხა დაინტერესებული მაყურებლების შეკითხვებს.

ამ ფილმით ჩვენ დავიწყეთ შტეფან ტოლცის ფილმების ჩვენება. მის მიერ საქართველოზე გადაღებული ფილმების ჩვენებას ვგეგმავთ ივნისში.

შიბამი პატარა ქალაქია იემენის უდაბნოში, რომლის შენობები მსოფლიოს პირველ მრავალსართულიან სახლებს წარმოადგენენ. მათი სიმაღლე 9 სართულს აღწევს (30 მეტრი) და ნაშენებია მზეზე გამშრალი თიხის აგურებითა და კირით.

ქალაქი სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნეში დაფუძნდა.