Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლექცია-დისკუსია თემაზე „ქართული ასომთავრული“

01/06/2010 - 14:00
01/06/2010 - 15:30
Etc/GMT+4

1 ივნისს 14:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ ლექციაზე:

„ქართული ასომთავრული“

ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ პატარიძე.

6aa64c839b30

ქართული ანბანი - ჩვენი სიამაყე და დიდი საგანძურია. ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ძველი ბაბილონური დამწერლობის მემკვიდრეა. ქართული ანბანი შეიცავს უამრავ სიმბოლიკას და ერთგვარი ფენომენიცაა ამ კუთხით. ქართული ანბანი უდიდესი სიბრძნის მატარებელია!

ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა.

ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობის მინიჭებით.

ვიკიპედიის სტატიიდან "ქართული დამწერლობა