შეხვედრა მწერალ თამაზ ექვთიმიშვილთან
2011 წელი 14 აპრილი, ხუთშაბათი. 16:00
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართება
შეხვედრა მწერალ თამაზ ექვთიმიშვილთან
ღონისძიებას წაიყვანს ნინო გუგეშაშვილი
დასწრება თავისუფალია
თამაზ ექვთიმიშვილი
დაზარალებული (ნოველა) 2003წ
თავისუფლების მოედანთან, პატარა სკვერში ქარი ისე ერთობოდა შადრევნის კასკადით - მეც მიმიტყუა. ორი წრე დავარტყი და მერხზე ჩამოვჯექი.
გრანიტის ფიალებიდან ჩამოღვრილი წყალი, არყით გატიალებული პიანისტის აკორდებივით, აქეთ-იქით ეხეთქება წყალს.
სიგარეტს მოვუკიდე... აქ ვიჯდები, აქაც გამოივლის,პირველად და უკანასკნელად ვნახავ. წავიდეს მერე თავის გზით...
ცივა ამ დეკემბრის დილას, მაგრამ თბილად მაცვია და ტკბილადაც ვიბუზები. ქაშუეთის ზარები ჯერ შემოიპარა ბაღში, მერე მნათე ეტყობა გახურდა და მალე უკვე რეკდა. ნამწვს წკიპურტით ვისვრი, ურნა შორს იდგა ჩემგან. ჩავარდა!
- ჩემო ძმაო, სიგარეტი ხომ არ გექნება?
ბარიტონმა თავი ამაწევინა.
- ა?
შევხედე: ჩემი ხნის კაცია, გამხდარი.ჭაღარა წვერშიც შერევია.