Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბირთვული ენერგია: დიდ ბრიტანეთში შეყოვნებული EPR-ს პროექტი

116160224-nucleaire-le-projet-d-epr-en-grande-bretagne-retarde
ფუკუშიმას კატასტროფის გაკვეთილების შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეყოვნებინა EPR-ს (European Pressurized Reactor) პროექტი, ეს არის მესამე თაობის ბირთვული რეაქტორი, რომლის მშენებლობაც EDF-სა (Électricité de France  – საფრანგეთის ელექტროენერგია) და Areva-ს (ელექტრო ენერგიაზე სპეციალიზირებული ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფი) უნდა განეხორციელებინათ.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადი გააკეთა EDF-ისა და Areva-ს მიერ შეთავაზებული EPR-ს მონტაჟის გადადების შესახებ, იუწყება ფრანგული გაზეთის, Figaro-ს საიტი. ივნისისათვის გათვალისწინებული ეს პროექტი სულ ცოტა სამი თვით გადაიდო ხელისუფლების მიერ, ქვეყნის ბირთვული სადგურების ინსტალაციის ხელმძღვანელი ინსპექტორის, მიკ ვეიგტმანისათვის (Mike Weightman) შეკვეთილი მოხსენების მოლოდინში. მის დასკვნებს სექტებმრამდე არ ელოდებიან.

დიდ ბრიტანეთს ამგვარად სურს დარწმუნდეს, რომ „შეთავაზებული რეაქტორების მოდელები ყველა გაკვეთილს ითვალისწინებს, რომელიც იაპონიის მოვლენებმა აჩვენა“, ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივ კომუნიკეში  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დირექტორატმა  და ბრიტანული გარემოს სააგენტომ. თავის მხრივ, EDF ჯგუფი ოპტიმიზმს ინარჩუნებს დიდი ბრიტანეთის ბირთვული ენერგიის მომავალთან მიმართებაში და თავადაც ირწმუნება, რომ აუცილებელია „იაპონიის მოვლენებისაგან გაკვეთილის მიღება“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110406/tsc-nuclaire-le-projet-d-epr-en-grande-b-04aaa9b.html