Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უფასო კომპიუტერული პროგრამა კომპიუტერის თაგუნას (მაუსს) ადვილად სამართავს ხდის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის

კომპიუტერის მომხმარებელი ხელით მართავს მაუსის მოძრაობას, კურსორი კი არ ემორჩილება. იგი არ მიდის იქ, სადაც მიუთითებენ. ხელით კვლავ ცდილობს იგივე მოძრაობის შესრულებას, მაგრამ კურსორი კვლავ მიზანს სცდება. მესამეჯერ ცდილობს იგივე სამუშაოს შესრულებას, კურსორი კი მიზნიდან უფრო შორს მიდის. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი იმედგაცრუებული რჩება.

ასე ხშირად ემართება კომპიუტერის მომხმარებელს, რომლის მოტორული უნარების შეზღუდულობა აფერხებს მაუსით ადვილად სარგებლობას.

რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტ ადამიანს ექმნება მოტორული მართვის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯგუფმა გამოიგონა მაუსის ორი კურსორი, რაც აადვილებს მასზე ხელის დაჭერის შედეგად სასურველი შედეგის მიღწევას. რაც მთავარია, არც ერთი არ მოითხოვს დამატებით კომპიუტერულ პროგრამას, მისთვის საჭიროა მხოლოდ უფასო, გადმოსატვირთი პროგრამა.

"მისათითებელი ლუპა" –The Pointing Magnifier  (ასე ეწოდება ახალ საშუალებას) – აერთიანებს კურსორსა და გამადიდებელ შუშას, ანუ ლუპას, რაც  ამცირებს ძალიან ზუსტი მოძრაობების აუცილებლობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელს, ამ საშუალების გამოყენებით, 23%-ით უფრო სწრაფად შეუძლია მიანიშნოს სამიზნეს.

ვრცლად (ინგლ.): ScienceDaily - Science News