Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფოტოკონკურსი პროფესიულ განათლებაზე

Photokonkursi%20161-eskolashi%20-%202%20-%2013.4.11

ფოტოკონკურსი პროფესიულ განათლებაზე -

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროფესიულ განათლებაზე ფოტოკონკურსის პრეზენტაცია გამართა.
ფოტოკონკურსში, რომლის დევიზია "ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი" მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი საჯარო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეს შეუძლია. მსურველებმა ციფრული ფოტოსურათები საოცნებო პროფესიის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  competition-geo@giz.de უნდა გამოაგზავნონ.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 2011 წლის პირველი მაისია. ჟიური, რომლის ერთ-ერთი წევრი მსახიობი დუტა სხირტლაძეა გამარჯვებულებს 20 მაისს სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვებს:

  • პირველი პრიზი-Apple iPod ნანო;
  • მეორე პრიზი-უფასო ინტერნეტკავშირი ნახევარი წლის განმავლობაში;
  • მესამე პრიზი-100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად;

კოკა სეფერთელაძე 161-ე სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჟიურის წევრებთან ერთად გაესაუბრა და კონკურსთან დაკავშირებით მათ  შეკითხვებს  უპასუხა.

კონკურსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

პროფესიული განათლება  განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფოტოკონკურსი ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი”  სწორედ ამ პროცესის ხელშეწობისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება. 



[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]