Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართული დამწერლობა

986c6fca8f96

ქართული დამწერლობა : საჯარო ლექცია

საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პროფესორმა, დოქტორმა, დამწერლობათმცოდნემ რამაზ პატარიძემ ლექცია თემაზე, „ქართული ასომთავრული“ წაიკითხა.

როგორც ცნობილია, დამწერლობათმცოდნეობა ერთ-ერთი ისტორიოგრაფიული დარგია, რომელიც დამწერლობის წარმოშობას სწავლობს. ამ დარგის ფუძემდებელი ივანე ჯავახიშვილია და როგორც რამაზ პატარიძე აღნიშნავს: „მე ვარ ქართული დამწერლობის შესახებ, მისი თეორიის გამგრძელებლი. ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ: ქართული ანბანი, სემური დამწერლობის საფუძველზეა შექმნილი. ეს არის ებრაული ენის ანბანი. სემური კი, ზოგადი სახელი საერთოდ ებრაული მოდგმის ხალხებისა: ფინიკიელები, არაბები, აქადები და ა.შ.“
რამაზ პატარიძე თვლის, რომ ქართული დამწერლობის კვლევა ძირითადად დასრულებულია და გარკვეულია. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებები ქართული დამწერლობის შესახებ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა და მეცნიერულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში შეიქმნა. „ჩვენ ვიცით რომ ქართული ანბანის შესახებ, დიდი აღმოჩენები მოხდა ბოლო ხანებში. ნეკრესში, აღმოჩენილი იქნა ფარნავაზ მეფის თარიღიანი წარწერა და შუქი მოეფინა ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხს.“ – აღნიშნავს რამაზ პატარიძე. მან აგრეთვე ისაუბრა ქართულ ანბანში დამარხულ საიდუმლოებაზე: „ჩვენ ვიცით, რომ ქართული წელთაღრიცხვა, ქართული მთვარისა და მზის წელიწადი შემოღებული იქნა, ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. კერძოდ 540 წელს. ქრისტეს შობამდე, დაიწყო ქართული კალენდარული წელთაღიცხვა მზისა და მთვარისა. ხოლო შემდეგ ეს მზისა და მთვარის კალენდარი ქართულ ანბანში დაიმარხა. ე.ი. ახალი წელთაღიცხვის 342 წლის თხზულებაში „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი,“ ის პოეტურად ამბობს, რომ: „ყოველი საიდუმლოი ამასა ენასა შინა დამარხულ არს.“ იგულისხმება, რომ ყოველი საიდუმლო ქართულ ანბანშია დამარხული. ჩვენ უნიკალური ანბანი გვაქვს, არცერთ სხვა ერს საკუთარი ანბანი არ გააჩნია. ჩვენ გამონაკლისნი ვართ, რომლებსაც გვაქვს საკუთარი ანბანური დამწერლობა, საკუთარი წელთაღრიცხვა და კალენდარი.“

– ბატონო რამაზ, რატომ დაიწყეთ ამ თემაზე მუშაობა?
- ყოველთვის მაოცებდა ქართული ანბანი. რომ ჩვენი დამწერლობა არავის არ გავდა და თავისთავადი იყო. ხოლო, როცა ივანე ჯავახიშვილის წიგნები წავიკითხე, უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მის გზას და გეზს უნდა გავყოლოდი.
- რამდენი წელია მუშაობთ, ამ თემაზე და ვისთან ერთად?
- 50 წელია ვმუშაობ ამ საკითხზე. თავიდან მარტო ვმუშაობდი. შემდეგ მათემატიკოსებს და ასტროლოგებს დავუკავშირდი. ჩვენი ანბანი, იმდენად რთულია, რომ მას ძალიან კარგი სპეციალისტები სჭირდება. მე ღირსეულ დოქტორებთან, პროფესორებთან ნოდარ კანდელაკთან და გურამ ცერცვაძესთან ერთად ვმუშაობდი. ვფიქრობ, რომ ამ თემის კვლევა, ბოლომდე დასრულებული არ არის. საკვლევია მათემატიკური და ასტროლოგიური გაანგარიშებები. მათ ამ კუთხით ჯერ კიდევ ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდებათ.

რამაზ პატარიძე ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა ანდრიას პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს: ქართულ დამწერლობაზე, ქართულ წელთაღრიცხვაზე, მზისა და მთვარის კალენდარზე. მისი ლექციები იწერება, რომ შემდეგ სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.