სკანდინავიისა და აზიის ერების ქსელში ჩართულობა მათი შემდგომი განვითარების საფუძველია, განაცხადა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) განცხადებით, ტოტალურად ქსელურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სტრუქტურებში (ICT) ჩართულობა ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას.
შვედეთი და სინგაპური არის ყველაზე განვითარებული ქვეყნები „ციფრული“ ეკონომიკის თვალსაზრისით, რაც გამოვლინდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიერ წარმოებული კვლევის შედეგად.სკანდინავიისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური სტრუქტურები ყველაზე კარგად იყენებენ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საკუთარი ზრდის ხელშეწყობისათვის, განააცხადეს (WEF)-ის წარმომადგენლებმა.
ფინეთი მესამე ადგილზეა, შვეიცარია - მეოთხეზე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები მეხუთე ადგილზე იმყოფება.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მხრივ ყველაზე განვითარებული ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
-
შვედეთი
- სინგაპური
- ფინეთი
- შვეიცარია
- აშშ
- ტაივანი
- დანია
- კანადა
- ნორვეგია
- სამხრეთ კორეა
წყარო: WEF
ვრცლად (ინგლ.): BBC NEWS
- Login to post comments