Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საქართველო Map maker-სა და openstreetmap-ში

ნეტგაზეთი News
14.04.2011.
თუკი ერთი თვის წინ „გუგლის მეფ მეიქერსა“ და „ოფენსთრითმეფში“ საქართველოს რუკა მხოლოდ რამდენიმე ქალაქის დასახელებით შემოიფარგლებოდა, უფრო ადრე კი ქალაქების სახელები  არაბულად ეწერა, დღეს ქუჩების, ტბების, დაცული ტერიტორიების, ქალაქებისა და სოფლების გზების მოძებნაა შესაძლებელი. OMC–მ (Open maps Caucasus) რამდენიმე დღის წინ „გუგლისგან“ წერილი მიიღო, რომელიც იტყობინებოდა, რომ საქართველოს გეომონაცემების ნახვა „გუგლის მეფ მეიქერზე“ უკვე ხელმისაწვდომია.„our data is live on map maker“ – ამ შინაარსის წერილი მიიღო ორი დღის წინ  OMC-ის პროექტის მენეჯერმა და GIS ანალიტიკოსმა, დავით გოგიშვილმა მეგან ლატიმერისგან.მეგან ლატიმერი JumpStart-ის დირექტორია. „ჯამფსტარტი“ კი დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში რუკების შექმნის ერთწლიანი პროექტი დააფინანსა.დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ათას მოხალისესთან ერთად OMC–ი საქართველოს ელექტრონული რუკის შექმნას ახორციელებდა.  რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ მონაცემების ნაწილი „გუგლსა“ და „ოფენსთრითმეფს“ შესაფასებლად გაუგზავნა.მონაცემების „მეფ მეიქერში“ იმპორტირებასთან დაკავშირებით პასუხი ახლახანს მიიღეს. OMC-ის მონაცემების იმპორტირება თბილისს გარეთ „ოფენსთრითმეფზეც“ მოხდა.Openstreetmap–ი მსოფლიო მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ რუკაა. მისი მთავარი პრიორიტეტია, რომ საიტზე ხალხმა თავად განახორციელოს მეპინგი. მთავარი მიზეზი, თუ რატომ მოხდა მონაცემების იმპორტირება, როგორც დავით გოგიშვილი ამბობს, ის არის, რომ OMC-ის მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა სწორედ მოხალისეებმა მიიღეს.
....